გურამ კაშია საფეხბურთო კარიერას ასრულებს - როდის გამართავს ის ბოლო მატჩს? | Allnews.Ge

გურამ კაშია საფეხბურთო კარიერას ასრულებს - როდის გამართავს ის ბოლო მატჩს?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის გუ­რამ კა­ში­ას გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

"ნამ­დვი­ლად მძი­მე დღე­ე­ბია მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის. მინ­და გა­მოვ­ხა­ტო უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი გა­მო­ვუ­ცხა­დო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს.

ახლა უკვე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი ჩემი ბოლო სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩის­თვის, რო­მე­ლიც ივ­ნის­ში მე­ლო­დე­ბა. მსურ­და, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პი­რა­დად მეთ­ქვა თქვენ­თვის - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, ჩემი ქო­მა­გე­ბის­თვის და მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის.

38 წლის ასაკ­ში დად­გა დრო, დიდი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ და გაც­ნო­ბოთ ჩემი 17- წლი­ა­ნი სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

წე­სით, ეს ფრა­ზა პა­სუ­ხობს ყვე­ლა კი­თხვას ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნამ­დვი­ლად ხან­გრძლი­ვი, სა­ინ­ტე­რე­სო და მო­გო­ნე­ბე­ბით სავ­სე იყო ეს სა­ფეხ­ბურ­თო თავ­გა­და­სა­ვა­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას და წარ­მო­ვად­გენ სპორ­ტის იმ სა­ხე­ო­ბას, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში უყ­ვართ. მი­ხა­რია, რომ მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­თა­მა­შა სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის გა­მორ­ჩე­ულ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად. უდი­დე­სი პა­ტი­ვია ვიყო ასე­თი ნი­ჭი­ე­რი მო­თა­მა­შე­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და სა­ა­მა­ყო გუნ­დის კა­პი­ტა­ნი. ჩვენ ერ­თად მი­ვაღ­წი­ეთ არა მხო­ლოდ ჩვენს მიზ­ნებს, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის დიდ ოც­ნე­ბას - ვი­თა­მა­შეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ამ გზას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მო­მენ­ტი ჩემ­თვის ის­ტო­რი­ა­ზე მე­ტია.

თი­თო­ე­ულ მწვრთნელ­თან და გუნ­დის წევრთან გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წუთი და­უ­ვი­წყა­რია - ამა­ზე უფრო ვრცლად აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებთ. გა­მორ­ჩე­უ­ლია ყვე­ლა ემო­ცია, რო­მელ­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან, რო­გორც სტა­დი­ონ­ზე, ისე მის გა­რეთ ვგრძნობ. სწო­რედ ისი­ნი ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბენ ჩემს კა­რი­ე­რას. თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა და ფრა­ზა, რო­მე­ლიც თქვენ­გან მო­მის­მე­ნია, ჩემ­თვის ძვირ­ფა­სია.

მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას. ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი გვერ­დში დგო­მას. უახ­ლო­ეს ორ შეხ­ვედ­რას ახლა მეც უკვე, რო­გორც გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, და­ვე­ლო­დე­ბი, ხოლო ივ­ნის­ში, ამ­ხა­ნა­გურ მატჩში რუ­მი­ნეთ­თან, ჩემი სა­ა­მა­ყო მა­ი­სუ­რით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ბო­ლო­ჯერ ვი­თა­მა­შებ. შევ­ხვდე­ბით - ჩემს 129-ე, ბოლო და ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყარ სა­ნაკ­რე­ბო მატჩზე".