ძველი ქართული სახელები, რომლებიც ქრება და ახალშობილებს თითქმის აღარ არქმევენ | Allnews.Ge

ძველი ქართული სახელები, რომლებიც ქრება და ახალშობილებს თითქმის აღარ არქმევენ

ჩვი­ლის­თვის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა, ოდით­გან­ვე ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფიქ­რა­ლი იყო მშობ­ლე­ბის­თვის. თუმ­ცა შვი­ლებს უმე­ტე­სად, ტრა­დი­ცი­უ­ლად ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის, წი­ნაპ­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად მათ სა­ხე­ლებს არ­ქმევ­დნენ, ასე­ვე ირ­ჩევ­დნენ სა­კუ­თარ სა­ხე­ლებ­საც, რაც იმ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო, ასე ვთქვათ, მო­დუ­რი.

ახ­ლაც თით­ქმის ასეა - წი­ნაპ­რე­ბის სა­ხე­ლებს ისევ არ­ქმე­ვენ, ოღონდ, უფრო ნაკ­ლე­ბად, თუმ­ცა უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც მო­დურ, ანუ ამ დრო­ში მე­ტად გავ­რცე­ლე­ბულ სახ­ლებს ანი­ჭე­ბენ.

შე­სა­ბა­მი­სად სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი, მი­ვი­წყე­ბას ეძ­ლე­ვა. შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ისევ „გა­ცო­ცხლდნენ“. ახლა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ლექ­სი­კო­ნე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რის და ის­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლე­ბაა.

  • შე­მოგ­თა­ვა­ზებთ რამ­დე­ნი­მე ქა­ლის სა­ხელს და მის მცი­რე ის­ტო­რი­ას. მათ დღეს თით­ქმის აღარ არ­ქმე­ვენ, მი­ვი­წყე­ბუ­ლია.

ტექ­სტი მომ­ზა­დე­ბუ­ლია ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის წიგნს - „რა გქვია შენ?!“

ჟუ­ჟუ­ნა (ქარ­თუ­ლი) - ნიშ­ნავს „თვალ­ციმ­ცი­მას“. არ­სე­ბობს ამ სა­ხე­ლი­დან წარ­მოქ­მნი­ლი გვა­რე­ბიც: ჟუ­ჟუ­ნაშ­ვი­ლი, ჟუ­ჟუ­ნა­ძე.

ფო­ტი­ნე (ბერ­ძნუ­ლი) – „ნა­თე­ლი,“ „ბრწყინ­ვა­ლე".

შუ­შა­ნიკ, შუ­შა­ნა - სომ­ხუ­რი ფორ­მაა სუ­სა­ნა-სი, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ებ­რა­უ­ლია და „წყლის შრო­შანს“ ნიშ­ნავს. ცნო­ბი­ლია სო­მეხ­თა მხე­დარ­თმთავ­რის ვარ­დან მა­მი­კო­ნი­ა­ნის ასუ­ლი, ვარ­სქენ პი­ტი­ახ­შის მე­უღ­ლე შუ­შა­ნიკ დე­დო­ფა­ლი, რომ­ლის წა­მე­ბაც აღ­წე­რა ია­კობ ცურ­ტა­ველ­მა V სა­უ­კუ­ნე­ში. ერ­ქვა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე მო­წა­მეს.

ჩიტო (ქარ­თუ­ლი) - მისი კნი­ნო­ბი­თია: ჩი­ტუ­ნა, ჩი­ტუ­ნია, ჩი­ტო­ლია. გვხვდე­ბა ვა­ჟის სა­ხე­ლა­დაც. მის­გა­ნაა წარ­მოქ­მნი­ლი გვა­რე­ბი: ჩი­ტიშ­ვი­ლი, ჩი­ტაშ­ვი­ლი, ჩი­ტა­იშ­ვი­ლი, ჩი­ტე­იშ­ვი­ლი, ჩი­ტი­აშ­ვი­ლი, ჩი­ტუ­აშ­ვი­ლი, ჩი­ტუ­კაშ­ვი­ლი, ჩი­ტოშ­ვი­ლი, ჩი­ტა­ძე, ჩი­ტა­ია, ჩი­ტია, ჩი­ტა­უ­რი, ჩი­ტი­ა­ნი.

ცირა (ქარ­თუ­ლი) - მეგ­რუ­ლად ნიშ­ნავს „ქა­ლიშ­ვილს“ (შე­ა­და­რეთ აგ­რეთ­ვე გუ­რუ­ლი ციცა, ცა). მი­სი­ვე ვა­რი­ან­ტია ცირუ.

ჯა­ნი­კო - სპარ­სულ სა­ხელს „ჯან“ („სული“, „საყ­ვა­რე­ლი“) დარ­თუ­ლი აქვს ქარ­თუ­ლი სუ­ფიქ­სი „იკ“-ო. ამ­რი­გად, ჯა­ნი­კო იგი­ვეა, რაც „სუ­ლი­კო“ ან „საყ­ვა­რე­ლა“.

ჯუ­ლი­ე­ტა - იუ­ლი­ას იტა­ლი­უ­რი ფორ­მაა (იუ­ლია იტა­ლი­უ­რად გა­მო­ით­ქმის რო­გორც ჯუ­ლია, ფრან­გუ­ლად ჟი­უ­ლი. ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­ა­ლერ­სეო ფორ­მაა ჟუ­ლი­ეტ).

აგ­რა­ფი­ნა (ლა­თი­ნუ­რი) - „აგ­რი­პას კუთ­ვნი­ლი“, „აგ­რი­პა­სი“. აგ­რი­პა რო­მა­უ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ხე­ლია, თა­ვის მხრივ უკავ­შირ­დე­ბა ბერ­ძნულს და ნიშ­ნავს „ფე­ხე­ბით წინ და­ბა­დე­ბულს“. ამ სა­ხელს და­ერ­თვის „ინ“ სუ­ფიქ­სი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ბით უახ­ლოვ­დე­ბა ქარ­თულ იან-ს (და­ვი­თი­ა­ნი, ვაჩ­ნა­ძი­ა­ნი და სხვ.).

ან­გე­ლი­ნა - ამ სა­ხე­ლის ფუძე ბერ­ძნუ­ლია: ან­გელ, ან­გე­ლოს თავ­და­პირ­ვე­ლად ნიშ­ნავ­და „ამ­ბის მომ­ტანს“, „მო­ამ­ბეს“, შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ბა და­უ­ვიწ­როვ­და და ნიშ­ნავ­და მხო­ლოდ „ღვთის მო­ამ­ბეს“, „ღვთის მა­ხა­რო­ბელს“ (ან­გე­ლოზს). ამ სი­ტყვას ლა­თი­ნურ­ში დარ­თუ­ლი აქვს „ინ“ სუ­ფიქ­სი (იხ. ზე­მოთ – აგ­რა­ფი­ნა) და ამ გზით მი­ღე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი ან­გე­ლი­ნა.

ას­მათ (არა­ბუ­ლი) – „უმ­წიკ­ვლო“, „უმან­კო“, „პა­ტი­ო­სა­ნი“. არა­ბულ­ში იხ­მა­რე­ბა ქა­ლის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, სა­პა­ტიო ეპი­თე­ტად. სა­კუ­თარ სა­ხე­ლად პირ­ვე­ლად „ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ გვხვდე­ბა და მისი მეშ­ვე­ო­ბით შემ­დგომ­ში ფარ­თოდ გავ­რცელ­და.

გუ­ლი­კო (ქარ­თუ­ლი) - ნა­წარ­მო­ე­ბია გულ სი­ტყვი­სა­გან სა­ა­ლერ­სო „იკო“ სუ­ფიქ­სის დარ­თვით, გვხვდე­ბა კა­ცის სა­ხე­ლა­დაც. მის სრულ ფორ­მად ით­ვლე­ბა გუ­ლი­სა.

დეს­პი­ნე (ბერ­ძუ­ლი) – „ქალ­ბა­ტო­ნი“. მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა დესი. ეს სა­ხე­ლი ჰქვია ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის „ჩვე­ნი ქვეყ­ნის რა­ინ­დის“ მთა­ვარ გმირ ქალს.

დოდო (ქარ­თუ­ლი) - მო­ფე­რე­ბით: დო­დო­ნა, დო­დი­კა, დო­დი­კო. წარ­მო­ად­გენს გოგო-ს სა­ხეც­ვლილ ფორ­მას, რო­გორც მას გა­მოთ­ქვა­მენ ჩვი­ლი ბავ­შვე­ბი. დოდო გვხვდე­ბა აგ­რეთ­ვე კა­ცის სა­ხე­ლად, რო­მე­ლიც სულ სხვა წარ­მო­შო­ბი­საა (ბიბ­ლი­უ­რი სა­ხე­ლია და „ღვთის მე­გო­ბარს“ ნიშ­ნავს).

ვე­ნე­რა (ლა­თი­ნუ­რი) - ან­ტი­კურ მი­თო­ლო­გი­ა­ში სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის ქალღმერ­თის სა­ხე­ლია. იგი­ვე სა­ხე­ლი ჰქვია პლა­ნე­ტას (შე­ა­და­რეთ ამ პლა­ნე­ტის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა ცის­კა­რი და მის­გან ნა­წარ­მო­ე­ბი სა­ხე­ლი ცის­კა­რა).

ზა­ი­რა - თურ­ქუ­ლი სა­ხე­ლია, მომ­დი­ნა­რე­ობს არა­ბუ­ლი ზეჰ­რა-სა­გან; „ყვა­ვილს“ ნიშ­ნავს.

ზინა, ზი­ნა­ი­და (ბერ­ძნუ­ლი) - ნა­წარ­მო­ე­ბია ძველ ბერ­ძენ­თა უზე­ნა­ე­სი ღვთა­ე­ბის, ზევ­სის სა­ხე­ლის­გან და ნიშ­ნავს „ზევ­სი­სა“, „ღვთი­სა“ (მნიშ­ვნე­ლო­ბის მხრივ შე­ა­და­რეთ ქარ­თუ­ლი ღვთი­სია, ღვთი­სა­ვა­რი). ზინა წი­ნათ იხ­მა­რე­ბო­და კა­ცის სახ­ლად, მის­გან კი ნა­წარ­მო­ე­ბი იყო ქა­ლის სა­ხე­ლი ზი­ნა­ი­და. ამ­ჟა­მად ორი­ვე მხო­ლოდ ქა­ლის სა­ხე­ლად გვხვდე­ბა და ზინა ით­ვლე­ბა ზი­ნა­ი­და-ს შე­მოკ­ლე­ბულ ფორ­მად.

ირმა - ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია. გა­რეგ­ნუ­ლად ემ­თხვე­ვა გერ­მა­ნულ სა­ხელს, რო­მელ­საც სულ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და „ირ­მი­ნი­სად­მი (ომის ღმერ­თი­სად­მი) შე­წი­რულს“ ნიშ­ნავს.

ლა­მა­რა - ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია. სვა­ნეთ­ში, უშ­გუ­ლის თემ­ში, არის წმინ­და მა­რი­ა­მის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, რო­მელ­საც ლა­მა­რა ჰქვია ( „მა­რი­ა­მი­სა“). აქე­დან არის მი­ღე­ბუ­ლი ლა­მა­რა. პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა გრ. რო­ბა­ქი­ძის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პი­ე­სა­ში.

ლუ­ი­ზა - ფრან­გუ­ლი სა­ხე­ლია, ნა­წარ­მო­ე­ბი მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი­სა­გან: ძვე­ლი ფრან­გუ­ლი „ხლოდ­ვიკ“ ნიშ­ნავს სა­ხე­ლო­ვან მე­ო­მარს“. აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ვა­ჟის სა­ხე­ლი ლი­უდ­ვიგ (ლი­უდ­ვიკ), რომ­ლის­გა­ნაც მი­ვი­ღეთ ლუი, ამ უკა­ნას­კნე­ლი­სა­გან კი – ქა­ლის სა­ხე­ლი ლუ­ი­ზა.

მერი - მა­რი­ამ-ის ინ­გლი­სუ­რი ფორ­მაა, რო­მე­ლიც ქარ­თულ­ში გვი­ან შე­მო­სუ­ლია. ეს სა­ხე­ლი ჰქვია გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის პო­ე­ტუ­რი ოც­ნე­ბის ქა­ლიშ­ვილს, რო­მელ­საც პო­ეტ­მა მი­უ­ძღვნა რამ­დე­ნი­მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლექ­სი.

ნარ­გი­ზა (ბერ­ძნუ­ლი) - პა­რა­ლე­ლუ­რი ფორ­მაა ნარ­გი­ზი. ან­ტი­კუ­რი მი­თის მი­ხედ­ვით, ნარ­კი­სი ანუ ნარ­ცი­სი ერ­ქვა თა­ვის თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ლა­მაზ ჭა­ბუკს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზის საჭ­ვრე­ტად სულ ერ­თთა­ვად წყალ­ში იყუ­რე­ბო­და და ღმერ­თებ­მა ყვა­ვი­ლად აქ­ცი­ეს. ამ ყვა­ვი­ლის სა­ხე­ლი ქარ­თუ­ლად გად­მო­ი­ცე­მა ნარ­გი­ზის ფორ­მით და იგი ქა­ლის სა­ხე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ის სა­ერ­თოდ აღ­მო­სავ­ლეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქა­ლის სა­ხე­ლად, თვით ბერ­ძნულ­ში კი ნარ­კი­სი ანუ ნარ­ცი­სი ვა­ჟის სა­ხე­ლია, ნარ­კი­სა – ქა­ლი­სა. სა­ხე­ლის ფუ­ძეა ბერ­ძნუ­ლი ზმნა ნარ­კაო - „ვა­შე­შებ“ (შე­ა­და­რეთ სი­ტყვა ნარ­კო­ზი).

ნეს­ტან - ნეს­ტან-და­რე­ჯან-ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია, ქცე­უ­ლი ცალ­კე სა­ხე­ლად. ნეს­ტან-და­რე­ჯან მომ­დი­ნა­რე­ობს სპარ­სუ­ლი გა­მოთ­ქმი­სა­გან: ნესთ ან­და­რე ჯა­ჰან - „სწო­რუ­პო­ვა­რი“, უფრო ზუს­ტად: „არ არის ქვეყ­ნად (მისი ტოლი)“. ეს სა­ხე­ლი ჰქვია „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ მთა­ვარ გმირ ქალს. სრუ­ლი (კომ­პო­ზი­ტი­უ­რი) ფორ­მა, გარ­და „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­სა“, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­ში (იხ. სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლე­ნი, III, 140). ამ­ჟა­მად რო­გორც ნეს­ტა­ნი, ისე და­რე­ჯა­ნი გვხვდე­ბა ცალ-ცალ­კე სა­ხე­ლე­ბად (იხ. და­რე­ჯან).

პე­ლა­გია (ბერ­ძნუ­ლი) – „ზღვი­სა“. შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა პელო. შე­ა­და­რეთ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტერ­მი­ნი არ­ქი­პე­ლა­გი („ერ­თმა­ნე­თის ახ­ლოს მდე­ბა­რე კუნ­ძულ­თა ჯგუ­ფი“). მნიშ­ვნე­ლო­ბის მხრივ შე­ა­და­რეთ მა­რი­ნე. პე­ლა­გია ერ­ქვა რამ­დე­ნი­მე მო­წა­მეს.

ავტორი: ლალი ფაცია

წყარო