21 წლის სალომეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ჩვენ შეგვიძლია მისი გადარჩენა
21 წლის სალომე გოგუას ბოლო, გადამწყვეტი ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება.
სალომე გასული წლის მაისიდან სტამბოლში, Medical Park-ში მკურნალობს.
ის ებრძვის უმძიმეს დიაგნოზს - T უჯრედულ ლიმფობლასტურ ლეიკემიას. თითოეული ქიმია მძიმე გართულებებით - ტკივილებით, ინფექციებით, სოკოვანი გართულებებით, მაღალი ტემპერატურით გაიარა, თუმცა მაინც იბრძოდა და დგებოდა ფეხზე.
ახლა დარჩა ბოლო, გადამწყვეტი ქიმიის ეტაპი, რისთვისაც საჭიროა 32 000$-ის მობილიზება. ამის გარეშე მკურნალობა ვერ გაგრძელდება. თითო ლარი, თითო გაზიარება - ეს სალომეს სიცოცხლის შანსია. ჩვენ შეგვიძლია სალომეს გადარჩენა.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი - GE73BG0000000607881521
თიბისის ბანკი -GE46TB7093345064300076
მიმღები თამარ ბარამიძე (სალომეს დედა)