მეცნიერებმა ხანგრძლივი სიცოცხლის ფაქტორი აღმოაჩინეს - ეს არც ჯანსაღი კვება ყოფილა და არც სპორტულად ცხოვრება | Allnews.Ge

მეცნიერებმა ხანგრძლივი სიცოცხლის ფაქტორი აღმოაჩინეს - ეს არც ჯანსაღი კვება ყოფილა და არც სპორტულად ცხოვრება

  • ახა­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ხან­გრძლივ სი­ცო­ცხლეს ხელს უწყობს, თუმ­ცა ის გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი არ არის.

  • მეც­ნი­ე­რებ­მა ხე­ლახ­ლა გა­და­ა­ფა­სეს გე­ნე­ტი­კის როლი ადა­მი­ან­თა დღეგ­რძე­ლო­ბა­ში.

  • ჟურ­ნალ Science-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ გე­ნე­ტი­კა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დენს, ვიდ­რე აქამ­დე მი­იჩ­ნე­ო­და.

ადრე მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის მხო­ლოდ 10-25%-ს გან­სა­ზღვრავ­და. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ გა­დამ­წყვეტ როლს ცხოვ­რე­ბის წესი, გა­რე­მო და შემ­თხვე­ვი­თი ფაქ­ტო­რე­ბი თა­მა­შობ­და. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი არა­ზუს­ტი იყო.

  • ნი­დერ­ლან­დე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ჯგუფ­მა რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ტყუ­პე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და გა­მო­რი­ცხა ის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სიკ­ვდი­ლი გარე მი­ზე­ზე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამის შე­დე­გად მათ შეძ­ლეს შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ, რამ­დე­ნად გან­სა­ზღვრავს ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­ბე­რე­ბა სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი ას­კვნი­ან, რომ გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი და­ახ­ლო­ე­ბით 55%-ით გან­სა­ზღვრავს, რამ­დენ ხანს იცო­ცხლებს ადა­მი­ა­ნი.

ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ე­სა­ბა­მე­ბა სხვა რთუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა­საც. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლე ან ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნეც და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ით არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კა­ზე.

"ამ დას­კვნებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი აქვს. თუ სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა დიდ­წი­ლად გე­ნე­ტი­კით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მა­შინ და­ბე­რე­ბის სიჩ­ქა­რე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია, მათ შო­რის ცხოვ­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბი­თაც", - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში. წყა­რო