“ვაკვირდები და შოკში ვარ... ან მშობელი არ ხარ, ან ბავშვი არ ყოფილხარ?“ - მსახიობი ანა ტყებუჩავა მძღოლებს მიმართავს | Allnews.Ge

“ვაკვირდები და შოკში ვარ... ან მშობელი არ ხარ, ან ბავშვი არ ყოფილხარ?“ - მსახიობი ანა ტყებუჩავა მძღოლებს მიმართავს

მსახიობი ანა ტყებუჩავა მძღოლებს მიმართავს და მოუწოდებს, როდესაც სკოლის ასაკის ან უფრო პატარა ასაკის ბავშვებს ხედავენ, გზა დაუთმონ.

“ძალიან გაბრაზებული ვარ და არ შემიძლია რომ არ ვთქვა. დილით ბავშვები სკოლაში მიდიან მარტო. მე მაღალ სართულზე ვცხოვრობ და სულ ვუყურებ ხოლმე... ეს დღეებია ვაკვირდები და შოკში ვარ, ვხვდები რომ აივნიდან მარტო ვლაპარაკობ იმის გამო, რომ... ხალხო, მძღოლები არ უთმობთ ბავშვებს გზას? სულ რომ შეცდომით გადადიოდეს მ2-6, მე-5 კლასის მოზარდი, პატარა... ხალხნო ბავშვებს გზა უნდა დაუთმოთ.

ან მშობელი არ ხარ, ან ბავშვი არ ყოფილხარ... სირცხვილია, ძალიან “ტეხავს“, ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. ბავშვებს გზა დაუთმეთ, დაუთმეთ ყურადღებით და მზრუნველობით რომ იგრძნონ, რომ ის ძვირფასია,“ - მიმართავს მსახიობი მძღოლებს.