რა ვითარებაა გუდაური-მლეთას გზის მონაკვეთზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ამავე საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა
“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ვიდეო: ჩემი ქალაქი მკლავს