“2 საათის შემდეგ ბაქტერიები გამრავლებას იწყებენ - გაყინვა ერთ-ერთი სწორი მეთოდია“ - რამდენი ხანი შეიძლება საახაწლო სუფრაზე ნიგვზიანი/მაიონეზიანი საკვების გაჩერება და როგორ გავყინოთ კერძები | Allnews.Ge

“2 საათის შემდეგ ბაქტერიები გამრავლებას იწყებენ - გაყინვა ერთ-ერთი სწორი მეთოდია“ - რამდენი ხანი შეიძლება საახაწლო სუფრაზე ნიგვზიანი/მაიონეზიანი საკვების გაჩერება და როგორ გავყინოთ კერძები

ხშირად კერძს, რომელიც სადღესასწაულო სუფრაზე დიდი ხნის განმავლობაში გვიდევს, ისევ მაცივარში ვინახავთ ხოლმე და რამდენიმე დღე მივირთმევთ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რეალურად, რამდენ ხანს ინარჩუნებს საკვები უვნებლობას და როგორ უნდა დავიცვათ თავი მოწამვლისაგან. გადაცემაში "დღის პოსტი" სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული, საკვების უვნებლობის შესახებ საუბრობს და სადღესასწაულო დღეების წინ, მოსახლეობას რეკომენდაციებს უზიარებს:

“საცივი ახალ წელს, ალბათ, ყველას აქვს. როდესაც საცივს სუფრაზე მოვათავსებთ, 2 საათის განმავლობაში შეგვიძლია, სუფრაზე დავტოვოთ. შემდეგ კი მაცივარში შევინახოთ. თუ 4 საათის განმავლობაშია სუფრაზე, შეგვიძლია, მივირთვათ. მაცივარში შენახვა აღარ შეიძლება. თუ სუფრაზე 6 საათის განმავლობაშია გაჩერებული, არც საცივის და არც სხვა კერძების მირთმევა უკვე აღარ შეიძლება.

2 საათის შემდეგ ბაქტერიები ოთახის ტემპერატურაზე გამრავლებას იწყებენ. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, უფრო მარტივად ხდება მათი გამრავლება. თუ საცივი სუფრაზე 6 საათი და მეტი გვაქვს დაყოვნებული, აღარ უნდა გამოვიყენოთ

მაიონეზიანი კერძები, ასევე ნიგვზიანი პროდუქტები, მალფუჭებადი კერძების კატეგორიაში გადის. აქაც 2-4-6 საათის პრინციპი მოქმედებს. მაიონეზიანი საკვები მაქსიმუმ 48 საათი შეგვიძლია, მაცივარში შევინახოთ. ნიგვზიანზეც 48 საათია მაქსიმუმი. ნებისმიერ კერძს, რომლებსაც სახლის პირობებში ვამზადებთ, მაცივარში შენახვის მაქსიმალური ვადა შეიძლება, 72 საათი ჰქონდეს.

გოზინაყი შედარებით მარტივი პროდუქტია, მით უმეტეს, თხილითა და თაფლითაა. ოთახის ტემპერატურაზე 2-3 კვირა თავისუფლად შეგვიძლია, დავტოვოთ. გოზინაყს მაცივარში შენახვა არ სჭირდება. განაგრძეთ კითხვა