როგორი ამინდი იქნება ახალ წელს? - უახლესი დღეების პროგნოზი
ზამთრის სუსხი სულ უფრო მეტად იგრძნობა, მოსახლეობა კი ინტერესით ელოდება პასუხს კითხვაზე - შევხვდებით თუ არა ახალ წელს თოვლთან ერთად.
Ambebi.ge გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს ესაუბრა:
“ხვალ დილიდან, 26 დეკემბრიდან, საქართველოში ველოდებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას. 26 და 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი: დაბლობში - წვიმის სახით, ხოლო მთაში და მაღალ მთაში - თოვლის სახით. ზოგან შესაძლოა ძლიერადაც მოთოვოს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ნალექი იქნება უმეტესად თოვლის სახით;
28 დეკემბერს დღისით ამინდი ცოტა დაწყნარდება, თუმცა შემდგომში კვლავ განახლდება. 31 დეკემბრის ჩათვლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
29 დეკემბრიდან კიდევ უფრო აცივდება... განაგრძეთ კითხვა