ვის აღუდგება 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა? - დეტალური ინფორმაცია | Allnews.Ge

ვის აღუდგება 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა? - დეტალური ინფორმაცია

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, ვის აღუდ­გე­ბა 1-ელი იან­ვრი­დან მარ­თვის მოწ­მო­ბა.

გორ­დუ­ლა­ძის თქმით, 1-ელი იან­ვრი­დან მარ­თვის მოწ­მო­ბა აღუდ­გე­ბა იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვთ ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­ტო­ვე­ბის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მცი­რე ოდე­ნო­ბით შე­ძე­ნის/ მოხ­მა­რე­ბის გამო, ან ქუ­ლე­ბი გა­უ­ნულ­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას - გორ­დუ­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, პირს მარ­თვის მოწ­მო­ბის უფ­ლე­ბა იმ მო­მენ­ტი­დან აღუდ­გე­ბა, როცა წა­რად­გენს დას­კვნას, რომ აღარ არის ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

  • დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მარ­თვის მოწ­მო­ბა არ აღუდ­გე­ბა იმ პი­რებს, ვი­საც მარ­თვის მოწ­მო­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს იმის გამო, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი დად­გა.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­ი­მარ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნდთა­ნაც, მომ­ზა­დე­ბუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც ამ მო­მენ­ტის­თვის აქვთ მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლი (და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სია ამ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა) 1-ლი იან­ვრი­დან და 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან, გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეტა­პობ­რი­ვად აღუდ­გე­ბათ მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი და მათ შე­ეძ­ლე­ბათ, რომ თა­ვი­ანთ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე დას­ხდნენ, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი. თუ ისი­ნი კვა­ლავ ჩა­ი­დე­ნენ იგი­ვე დარ­ღვე­ვას, მათ­თვის კა­ნო­ნი იქ­ნე­ბა მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი. ამავდრო­უ­ლად, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ხედ­ვით, აღარ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თუ პირს ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს მარ­თვის მოწ­მო­ბა ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის გამო და გავა ჩა­მორ­თმე­ვის ვა­დის ნა­ხე­ვა­რი, მი­მარ­თოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამ­სა­ხურს და გა­და­ი­ხა­დოს კონ­კრე­ტუ­ლო თან­ხა, ან მა­გა­ლი­თად, ჩა­ა­ბა­როს მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დე­ბი და აი­ღოს მარ­თვის მოწ­მო­ბა. ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი უქ­მდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, 2 ნა­წი­ლად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. ერთი მხრივ, თუ პირს ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის გამო, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­ტო­ვე­ბის გამო, ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მცი­რე ოდე­ნო­ბით შე­ძე­ნის­თვის, ან მოხ­მა­რე­ბის­თვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს მარ­თვის მოწ­მო­ბა, ასე­ვე თუ ქუ­ლე­ბი გა­უ­ნულ­დათ, მათ 1-ელი იან­ვრი­დან, აღუდ­გე­ბათ მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი, ალ­კოჰო­ლუ­რის შემ­თხვე­ვა­ში, 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან. ხოლო სხვა პი­რებს, მა­გა­ლი­თად, ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თუ ისი­ნი დი­ნა­მი­ურ დას­კვნას წა­რად­გე­ნენ და და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ისი­ნი აღარ არი­ან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმ მო­მენ­ტი­დან აღუდ­გე­ბათ მარ­თვის მოწ­მო­ბა და შე­ეძ­ლე­ბათ, თა­ვი­ან­თი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვის არ შე­ე­ხე­ბა - არ შე­ე­ხე­ბა იმ პი­რებს, ვი­საც მარ­თვის მოწ­მო­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, თუ პირი და­შავ­დე­ბა, ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი დად­გა და ამის გამო აქვს მას მარ­თვის მოწ­მო­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი. მას არ აღუდ­გე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია, ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აი­ღონ მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი, ამავდრო­უ­ლად და­ფიქ­რდნენ, რომ სხვა მსგავ­სი შემ­თხვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მათ მი­მართ იმოქ­მე­დებს მკაც­რი სან­ქცია. ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის შემ­თხვე­ვა­ში მათ აღარ ექ­ნე­ბათ მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­პატ­რუ­ლოს ხელ­მძღვა­ნელს აღარ ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, რომ მი­მარ­თვის შე­დე­გად, შე­სა­ბა­მი­სი შე­ზღუდ­ვა მოხ­სნას და მარ­თვის მოწ­მო­ბა და­უბ­რუ­ნოს," - გა­ნა­ცხა­და გორ­დუ­ლა­ძემ.