“ცხენის წელს სწრაფად შეუძლია აასრულოს სურვილები“ - როგორ ჩავუთქვათ ოცნებები ახალ წელს, რომ ის რეალიზდეს: ფენ შუის სპეციალისტის რჩევები | Allnews.Ge

“ცხენის წელს სწრაფად შეუძლია აასრულოს სურვილები“ - როგორ ჩავუთქვათ ოცნებები ახალ წელს, რომ ის რეალიზდეს: ფენ შუის სპეციალისტის რჩევები

ცეცხლოვანი ცხენის შესახებ ფენ შუის სპეციალისტმა თიკა ქოქაშვილმა “პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

“საინტერესო 2026 წელი გველის. ცეცხლოვანი წელი 60 წელიწადში ერთხელ შემოდის და საკმაოდ დიდი ენერგიების მატარებელი არის.

ახალ წელს უნდა შევხვდეთ ცხენისა და გველის ფიგურასთან ერთად.

ცხენს ძალიან ბევრი რამის მოტანა შეუძლია - შეუძლია სწრაფად მოგვიტანოს ფინანსებიც, კარიერაც, ბედიც... თუმცა მისი იმპულსები სხვადასხვანაირად გაიშლება. ჩვენი ქვეყნისთვის კი წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება.“