“დაგრძელებული ფრჩხილების ქვეშ განავალთან ასოცირებული ბაქტერიები რჩებიან“ - კიდევ რა გამოავლინა ახალმა კვლევამ?
“იცოდით თუ არა რომ ახალი კვლევის მიხედვით დაგრძელებულ ფრჩხილებში დაბანით სრულყოფილად ვერ ხერხდება განავლის ბაქტერიების მოშორება?“ - ამის შესახებ რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია თავის გამომწერებს ესაუბრება.
- როგორც მედიკოსი აღნიშნავს, დაგრძელებული ფრჩხილების ქვეშ განავალთან ასოცირებული ბაქტერიები ძალიან კარგად გრძნობენ თავს.
“გელით ან აკრილით დაგრძელებული ფრჩხილების ქვეშ იქმნება “ჯიბეები“, სადაც ბაქტერიები მრავლდებიან. ასევე არის ტენიანი გარემო,“ - აცხადებს ეკა კვირკველია.
თუმცა თავისივე ვიდეოს კომენტარებში აკონკრეტებს, რომ ამით არავის შეურაცხყოფა არ სურს და ეს უბრალოდ ფაქტების გაჟღერებაა.
“გოგოებო შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ ვისაც გრძელი ფრჩხილი აქვს, უბრალოდ ბაქტერიების სრულად გასუფთავება რომ ვერ ხერხდება, ეს გამოიკვლიეს დინამიკაში და ამას გიზიარებთ,“ - აღნიშნავს კვირკველია.