მატილდა გვარლიანს გულშემატკივრების მხარდაჭერა ესაჭიროება - როგორ მივცეთ ხმა წლის მოდელად ნომინირებულ ქართველ ტოპ მოდელს?
წლის მოდელის გამოსავლენად Models.com-ზე ტრადიციული ყოველწლიური გამოკითხვა დაიწყო. ნომინანტებს შორის წელს ქართველი ტოპ მოდელი მატილდა გვარლიანიც არის.
აღსანიშნავია, რომ წლის კონტენტ კრეატორის კატეგორიაშიც ერთ-ერთი ნომინანტი ქართველია - ბექა გვიშიანი. ბექა არის "ინსტაგრამზე" პოპულარული გვერდის, Style Not Com-ის დამფუძნებელი. ეს გვერდი მსოფლიოს მასშტაბით, მოდის ინდუსტრიაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
მის მისაცემად უნდა ეწვიოთ ბმულს - models.com.
თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება 2 გამარჯვებული, რომელთა შორისაც ერთს საზოგადოება ხმის მიცემის შედეგად გამოავლენს, ხოლო მეორეს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები აირჩევენ.
მატილდა გვარლიანის გარდა წლის მოდელის კატეგორიაში ნომინირებულები არიან ისე ტოპ მოდელები, როგორებიცაა ადუტ აკეჩი, ანოკ აი, ამელია გრეი, ირინა შეიკი, ვიტორია ჩერეტი, სარა კაბალერო, ნაომი კემპბელი, ალექს კონსანი და სხვები.