გულყრა მაღალი ტემპერატურის ფონზე - როგორ მოვიქცეთ და რას გვირჩევს პედიატრი?
როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს შვილს მაღალი ტემპერატურის ფონზე გულყრა განუვითარდა? - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს რჩევებს უზიარებს.
“ფებრილური გულყრა ბავშვებში - როგორ მოვიქცეთ? ხშირად სვამთ ამ კითხვას დედიკოებო,რადგან ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო ხშირად ვხვდებით ჰიპერთერმიას ბავშვებში!
- ფებრილური გულყრა ხშირია 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში
- უმეტესად უსაფრთხოა და ტვინის დაზიანებას არ იწვევს... ნორმადაც კი ითვლება ამ ასაკისთვის ეს მოვლენა,თუმცა 2 კვირაში კრუნჩხვის განვითარებიდან მაინც გავიაროთ კონსულტაცია ნევროლოგთან
როდესაც ტემპერატურის დროს ბავშვს დაეწყება გულყრა:
მაშინვე დააწვინეთ გვერდულად
- ზურგზე ნუ დააწვენთ, რადგან ასპირაციის საშიშროება არსებობს ღებინების შემთხვევაში და ენაც სწორ პოზიციაში იქნება!
- არაფერი არ ჩაუდოთ პირის ღრუში ენის დასაფიქსირებლად არც თითი და არც კოვზი - ყველაფერი ეს ხელს უშლის სუნთქვას პროცესს და საშიშია, გარდა ამისა მოგიწევთ შემდეგ დაზიანებული ლორწოვანების ხანგრძლივი მკურნალობა!
- არ დაუფიქსიროთ ძალის გამოყენებით ხელ-ფეხი...
- კუნთების ძალდატანებით გაჩერება არც ეხმარება და შეიძლება ზიანიც მოუტანოს ბავშვს
- გარემო გახადეთ უსაფრთხო
- დააკვირდით ბავშვს და შეძლებისდაგვარად (მესმის პანიკაში ხართ)...
დაიმახსოვრეთ:
• როდის დაიწყო გულყრა
• რამდენ ხანს გაგრძელდა
• როგორი მოძრაობები ქონდა ბავშვს
როცა გულყრა გაივლის (ჩვეულებრივ გადის 1–3 წუთში):
• გაზომეთ ტემპერატურა
• გაანიავეთ ოთახი
• გამოიყენეთ ოდნავ თბილი კომპრესი
• სიცხის დამწევი მხოლოდ კრუნჩხვის დასრულების შემდეგ მიეცით!!! კრუნჩხვის პროცესში ❌წამალი არ დაალევინოთ❌არ ჩააახათ პირში წყალი
სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ვიძახებთ აუცილებლად თუ
- გულყრა გრძელდება 5 წუთზე მეტ ხანს
- ბავშვი ციანოზურია და ეს პროცესი მზარდია
- არ სუნთქავს
- განმეორებითი ეპიზოდია
- 3 თვეზე პატარაა ბავშვი
- არ მოდის გონს 10–15 წუთზე მეტხანს
მშობლებისთვის მთავარია იცოდეთ, რომ რათქმაუნდა ფებრილური გულყრა შიშისმომგვრელია, ძალიან ძნელი გადასატანია საყურებლად, მაგრამ უმეტესად უსაფრთხოა.
თქვენი ამოცანაა: არ მიეცეთ პანიკას (რთულია მაგრამ ვეცადოთ), ვიმოქმედოთ წესების მიხედვით... ერთი რამ გახსოვდეთ- ფებრილური გულყრა უმეტესად უსაფრთხოა! გართულება, ნევროლოგიური დაზიანება და სიკვდილის რისკი პრაქტიკულად არის ძალიან‐ძალიან მცირე! მიყვარხართ და ჯანმრთელობას გისურვებთ,“ - წერს პედიატრი.