ირაკლი გაგნიძე - წიგნის ადამიანი | Allnews.Ge

ირაკლი გაგნიძე - წიგნის ადამიანი

14 ნო­ემ­ბერს, 14 სა­ათ­ზე "ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში", წიგ­ნის დღე­ე­ბი გა­იხ­სნე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბით "ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე - წიგ­ნის ადა­მი­ა­ნი", რო­მელ­ზეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და მე­ნე­ჯე­რე­ბი ისა­უბ­რე­ბენ "ბიბ­ლუ­სის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ირაკ­ლი გაგ­ნი­ძის უდი­დეს წვლილ­ზე, რო­მე­ლიც მან სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და წიგ­ნის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ი­ტა­ნა.

ის, სამ­წუ­ხა­როდ, 42 წლის ასაკ­ში, მძი­მე სენ­თან ხან­მოკ­ლე ბრძო­ლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

"წიგ­ნის ადა­მი­ა­ნი ვიკ­რი­ბე­ბით, რათა თბი­ლად გა­ვიხ­სე­ნოთ ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე - ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ენერ­გი­ამ და იდე­ებ­მა წიგ­ნის სამ­ყა­როს ახა­ლი სი­ცო­ცხლე მის­ცა", - ვკი­თხუ­ლობთ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­დე­რა­ტო­რია გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე. გა­მომ­სვლე­ლე­ბი კი - ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი, ზვი­ად კვა­რა­ცხე­ლია, თინა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბას გახ­სნის გა­მო­ფე­ნე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი რე­სან ქი­ქა­ვა.