“გარაჟი ჩამოინგრა და მოიყოლა“ - ტრაგედია თერჯოლაში, უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა: რა ხდება ცნობილი
თერჯოლაში მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც “ფეისბუქზე“ ია კვიტაია წერს, მეათე კლასელი საბა გამეზარდაშვილი “ნანგრევებში მოჰყვა და სინკარი დაეცა“.
„წელს ბანაკში 250-მდე მონაწილე გვყავდა. მხიარულებითა და მოუსვენრობით გამოირჩეოდი. ყველაფერს დაგიჯერებთ, თუ მომდევნო წლებში ლიდერობის შესაძლებლობა მექნებაო.
დღეს ლიდერებიც და მონაწილეებიც ცრემლებით ვიხსენებთ შენს ყველა მოქმედებას, საბა რატომ, ღმერთო, ასე სასტიკად“, -წერს პოსტის ავტორი და იქვე აღნიშნავს, რომ მოზარდი სოფელ ჩხარში სწავლობდა.
„ნანგრევში მოყვა, სინკარი დაეცა. ჩხარიეწრელია, ჩხარში სწავლობდა. ბანაკში იყო წელს ჩვენთან, ისეთი მხიარული“, „ბავშვი დაიღუპა, მეათე კლასელი. რაღაც გარაჟი ჩამონგრეულა შემთხვევით და მოყოლილა“, - წერენ სოციალურ ქსელში.