“პირდაპირ ეშმაკის დღესასწაულია“ - რატომ არ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ჰელოუინი: მამაოს განმარტება
“ეს გახლავთ აბსოლუტურად ანტიქრისტიანული დღესასწაული. პირდაპირ ეშმაკის დღესასწაულია, პირდაპირ გეუბნებით... ძველი, წარმართული ფესვები აქვს ამას, როდესაც შამანები ბოროტ სულებს უკავშირდებოდნენ და ცდილობდნენ დაეფრთხოთ ისინი.
საერთოდ, მართლა ვერ ვხვდები, ეს სიგიჟეა, როდესაც ხდება ამის დღესასწაულად ქცევა,“ - მამა საბა ჭიკაიძე განმარტავს, თუ რატომ არ უნდა აღნიშნოს მართლმადიდებელმა ჰელოუინი.