“გიორგის მანქანაც არ აქვს... ჩვენს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან... ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ ბევ­რი ფული მქო­ნო­და" - მაკა ჩიჩუა | Allnews.Ge

“გიორგის მანქანაც არ აქვს... ჩვენს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან... ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ ბევ­რი ფული მქო­ნო­და" - მაკა ჩიჩუა

"ვერც ტე­ლე­ვი­ზორს ვა­დევ­ნებ აქ­ტი­უ­რად თვალს, ვერც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, მაგ­რამ რა უნდა მი­თხრან ახა­ლი?! ყვე­ლა­ფე­რი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი­ვით ჩანს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უზარ­მა­ზარ გა­ლავ­ნებს რომ იშე­ნე­ბენ, არი­ან ში­შებ­ში, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ში და ათას უბე­დუ­რე­ბებ­ში...", - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი - მაკა ჩი­ჩუა... ის ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო მაკა, ბოლო დღე­ებ­ში ვნა­ხეთ, რომ თვით ქვეყ­ნის ორგზის პრე­მი­ერ­ზე აღიძ­რა საქ­მე, მი­ლი­ო­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხომ არ ყო­ფი­ლა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი თქვენს ოჯახ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც?

- ჯერ არ მახ­სენ­დე­ბა, ვინ­მეს კი­თხვე­ბი ჰქო­ნო­და, მაგ­რამ ახლა თუ ექ­ნე­ბათ, ჯო­ბია, მო­ვიდ­ნენ და შეგ­ვხე­დონ, რო­გორ ვცხოვ­რობთ. კი­თხვის ნიშ­ნებს იქვე, სას­წრა­ფოდ და­ამ­თავ­რე­ბენ. ყვე­ლას ემ­ჩნე­ვა გა­რეგ­ნუ­ლა­დაც, ვინ რო­გორ ცხოვ­რობს. დუ­შეთ­ში ეზოს ღო­ბეს ჭიშ­კა­რი არ აქვს, ძრო­ხე­ბი შე­მო­დი­ან, მე და გი­ორ­გი დავ­დევთ.

- ქვეყ­ნის მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტი და პირ­ვე­ლი ლედი...

- ნუ, რო­გორც არის... რომ ვუ­ყუ­რებ, ევ­რო­პა­ში რო­გორც არის, პა­ტა­რა, და­ბა­ლი ღო­ბე­ე­ბი აქვთ, უბ­რა­ლოდ ის ტე­რი­ტო­რი­აა შე­მო­სა­ზღვრუ­ლი, იცოდ­ნენ, ერ­თმა­ნეთ­თან რა ზო­ლიც აცი­ლებთ, ასე ვართ ჩვენც იმ დღი­დან, რაც კი დუ­შეთ­ში გად­მო­ვე­დით. ღამე კარს არც კი ვკე­ტავ, აზრი არ აქვს, ერთი ფე­ხის მორ­ტყმა უნდა და ვი­საც შე­მოს­ვლა სურს, თა­ვი­სუფ­ლად შე­მო­ვა.

სულ მქონ­და კი­თხვა: ეს ხალ­ხი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში რომ მი­დის და მერე მი­ლი­ო­ნებს ით­ვლი­ან, ჩვენ­თან ასე რა­ტომ არ მოხ­და-მეთ­ქი?.. სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია იმის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი ფული მქო­ნო­და, რად­გან ვთვლი, რომ ფული მა­მო­ნა­სი, ეშ­მა­კი­სე­უ­ლია. მსურ­და მხო­ლოდ იმ­დე­ნი, რაც ელე­მენ­ტა­რუ­ლის­თვის, ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო - ბავ­შვე­ბი და­პუ­რე­ბუ­ლი გყავ­დეს, გა­ნათ­ლე­ბა მის­ცე, სახ­ლი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ხან­და­ხან ცოტა მო­აგ­რო­ვო, სა­მოგ­ზა­უ­როდ და და­სას­ვე­ნებ­ლად წახ­ვი­დე... რამ­დე­ნი­მე თვეა, დამ­ხმა­რეც აღარ გვყავს, ამ­ხე­ლა სახ­ლში ორ ბავ­შვთან ერ­თად ყვე­ლა საქ­მეს თა­ვად ვა­კე­თებთ, თან ვირუ­სი შეგ­ვხვდა და ყვე­ლა­ნი ავად ვი­ყა­ვით. ვერც ტე­ლე­ვი­ზორს ვა­დევ­ნებ აქ­ტი­უ­რად თვალს, ვერც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, მაგ­რამ რა უნდა მი­თხრან ახა­ლი?! ყვე­ლა­ფე­რი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი­ვით ჩანს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ უზარ­მა­ზარ გა­ლავ­ნებს იშე­ნე­ბენ, არი­ან ში­შებ­ში და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ში, ათას უბე­დუ­რე­ბებ­ში...

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ ოჯა­ხებს, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერ­თდრო­უ­ლად იყა­ვით?

- ესე­ნი ხომ ერ­თმა­ნეთ­ზე სულ კომ­პრო­მა­ტებს აგ­რო­ვე­ბენ და როცა ხე­და­ვენ, შენ მა­გათ­თან არა­ფე­რი გე­საქ­მე­ბა, მერე ბრა­ზო­ბენ. იქი­დან სულ ბრა­ზი იყო, გი­ორ­გი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი ჩემ­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლია - რომ ვხე­დავ, ადა­მი­ა­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ქვე­ყა­ნას რომ ემ­სა­ხუ­როს, ამის ნაც­ვლად სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ფიქ­რობს.

- ეს მა­ში­ნაც იგ­რძნო­ბო­და?

- ასე­თი რა­მე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნო­ბა. ყვე­ლამ ვი­ცო­დით თუნ­დაც მის ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­ა­თებ­ზე და სა­ი­დან იყო ეს? სა­ა­თე­ბი კი არა, მან­ქა­ნა ძლივს გა­მოვ­ცვა­ლე, ბავ­შვე­ბი რომ ვა­ტა­რო. ცოტა მე მო­ვაგ­რო­ვე, და­ნარ­ჩე­ნად ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი და­მეხ­მა­რა. გი­ორ­გის სა­ერ­თოდ არ აქვს, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია მისი მან­ქა­ნა, მო­ტორს ელო­დე­ბა... ზო­გა­დად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ არის მდი­და­რი, რად­გან ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მელ­მაც არ მო­ინ­დო­მა ამ ქვე­ყა­ნას ოდეს­მე საშ­ვე­ლი და­ად­გეს, ფეხ­ზე დად­გეს. კარ­გი, რამ­დე­ნი­მე სახ­ლი იყი­დე, ტყე შე­ი­ძი­ნე, ნაკ­ვე­თე­ბი და... კი­დევ მეტი რაღა ჯან­და­ბად გინ­და?! ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა