თბილისში აღმოაჩინეს კუსტარული საწარმო, სადაც ყალბ Jacobs Monarch-ს, Raffaello-ს და Carte Noire-ს ამზადებდნენ და ყიდდნენ - დაკავებულია 2 პირი: რა ხდება ცნობილი? | Allnews.Ge

თბილისში აღმოაჩინეს კუსტარული საწარმო, სადაც ყალბ Jacobs Monarch-ს, Raffaello-ს და Carte Noire-ს ამზადებდნენ და ყიდდნენ - დაკავებულია 2 პირი: რა ხდება ცნობილი?

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ჯგუ­ფუ­რად, დიდი ოდე­ნო­ბით სხვი­სი სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით სხვი­სი სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გ. ა. და ფ. დ. და­ა­კა­ვეს.

befunky-collage-1761030897.jpg

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბის მიზ­ნით, ქა­ლაქ თბი­ლის­ში მო­წყო­ბი­ლი ჰქონ­დათ კუს­ტა­რუ­ლი სა­წარ­მო, სა­დაც სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ძი­რი­თა­დად, ტკბი­ლე­უ­ლის და ყა­ვის დამ­ზა­დე­ბას, რის შემ­დგო­მაც ახ­დენ­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის „Raffaello”-ს და „Jacobs Monarch”-ის სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნით უკა­ნო­ნო ნი­შან­დე­ბას და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

547388517-1159486789612704-3238929588665754846-n-1761030954.jpg

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ამო­ღე­ბულ იქნა, სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი, 10 000 ერ­თე­ულ­ზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნით უკა­ნო­ნო ნი­შან­დე­ბუ­ლი ერთჯე­რა­დი ყავა და 2 400 ერ­თე­ულ­ზე მეტი „Raffaello”-ს სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნით უკა­ნო­ნო ნი­შან­დე­ბუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი. ასე­ვე, ჩხრე­კის შე­დე­გად, აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ყავა „Jacobs Monarch”-ის და „Carte Noire“-ის სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნით უკა­ნო­ნო ნი­შან­დე­ბუ­ლი ლენ­ტე­ბი, ვა­და­გა­სუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუ­თე­ბი, ყა­ლი­ბე­ბი, ბეჭ­დე­ბი და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვი­სათ­ვის და წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ტექ­ნი­კუ­რი და­ნად­გა­რე­ბი.

565340549-1159486849612698-7847784938661540710-n-1761031020.jpg

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­გორც აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა-მხი­ლე­ბის, ასე­ვე იმ ობი­ექ­ტე­ბის დად­გე­ნა-გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, სა­დაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია.

566250234-1159487126279337-3923627635231896200-n-1761031033.jpg

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 196-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.