როგორ მზადდება ნამდვილი რაჭული შქმერული - 2 საუკეთესო რეცეპტი | Allnews.Ge

როგორ მზადდება ნამდვილი რაჭული შქმერული - 2 საუკეთესო რეცეპტი

შქმე­რუ­ლი ძვე­ლი რა­ჭუ­ლი კერ­ძია, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი კერ­ძია ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შქმე­რუ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა რა­ჭის სო­ფელ შქმე­რი­დან მო­დის.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

ქა­თა­მი 1 კგ

და­ჭყლე­ტი­ლი ნი­ო­რი 1 სკ

რძე 1 ჭიქა (250 მლ)

მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

ქა­თა­მი ან წი­წი­ლა კარ­გად გა­ვა­სუფ­თა­ვოთ, გავ­ჭრათ შუ­ა­ზე, ორი­ვე მხრი­დან მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი. დავ­დოთ ქა­თა­მი კა­ნი­ა­ნი მხრი­დან კა­რა­ქი­ან ტა­ფა­ზე, მა­ღალ ცე­ცხლზე, რათა კანი სწრა­ფად და­იბ­რა­წოს. ზე­მო­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი, მძი­მე თუ­ჯის თავ­სა­ხუ­რი-პრე­სი და­ვა­დოთ, მისი დი­ა­მეტ­რი ტა­ფი­სა­ზე ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი უნდა იყოს, რათა უშუ­ა­ლოდ ქა­თამს ეხე­ბო­დეს. თუ ასე­თი თავ­სა­ხუ­რი არ გვაქვს, სხვა ნე­ბის­მი­ე­რიც გა­მოდ­გე­ბა, ზე­მო­დან კი მძი­მე ნივ­თი და­ვა­დოთ.

6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ.

შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ კეცზე. ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, ანუ აუცილებლად დავჭყლიტოთ და არა დანით დავჭრათ. ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე (ვისაც რძე არ უყვარს, წყალი ან 10%-იანი ნაღები) წამოვადუღოთ 2-იოდე წუთი და დავასხათ ქათამს.

თუმცა არიან მზარეულები, რომლებიც რძის ნაცვლად წყლის გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას:

capture-1760521222.jpg

მომზადების წესი 2:

კარგად გასუფთავებული და გარეცხილი წიწილა შეწვით ორივე მხრიდან, ისე, რომ წითლად შეიბრაწოს. როგორც კი წიწილა შეიწვება, გადმოიღეთ ტაფიდან.იმავე ტაფაზე და იმავე ცხიმში მოშუშეთ დაჭრილი ნიორი, შემდეგ დაასხით ცივი წყალი თვალის ზომით, ისე, რომ მასა ოდნავ შეთხელდეს. შემდეგ კი დაუმატეთ მარილი.

დაჭერით შემწვარი წიწილა სასურველ ნაჭრებად, დააწყვეთ ნივრიან ტაფაზე და გააჩერეთ ცეცხლზე, დაახლოებით, 5 წუთით. უგემრიელესი შქმერული მზად არის.

შქმერულის მომზადებისას შეგიძლიათ, ნივრიან სოუსში 1 ს/კ არაჟანი ან მაიონეზი დაუმატოთ. ეს უკვე თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.