კვარა 90 მლნ ევრო, მამარდაშვილი და მიქაუტაძე 30 მლნ ევრო და ა.შ. - 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი | Allnews.Ge

კვარა 90 მლნ ევრო, მამარდაშვილი და მიქაუტაძე 30 მლნ ევრო და ა.შ. - 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი

Transfermarkt-ის ბოლო მონაცემებით საქართველოს ეროვნული ნაკრების 3 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კიდევ გაიზარდა.

საუბარია, გიორგი მიქაუტაძეზე, გიორგი ქოჩორაშვილსა და ლუკა ლოჩოშვილზე.

მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 22 მლნ ევროდან, 30 მლნ ევრომდე გაიზარდა, გიორგი ქოჩორაშვილის 5 მლნ ევროდან 6 მლნ ევრომდე, ხოლო ლუკა ლოჩოშვილის - 500 000 ევროდან 1.5 მლნ ევრომდე.

  • გთავაზობთ, transfermarkt-ის მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელის შესახებ:

ხვიჩა კვარაცხელია - 90 მლნ ევრო;

გიორგი მამარდაშვილი - 30 მლნ ევრო;

გიორგი მიქაუტაძე - 30 მლნ ევრო;

ზურიკო დავითაშვილი - 10 მლნ ევრო;

ოთარ კიტეიშვილი - 6 მლნ ევრო;

გიორგი ქოჩორაშვილი - 6 მლნ ევრო;

საბა გოგლიჩიძე - 6 მლნ ევრო;

საბა ლობჟანიძე - 4 მლნ ევრო;

ირაკლი აზაროვი 4 მლნ ევრო;

გიორგი გოჩოლეიშვილი - 2.5 მლნ ევრო.

წყარო