ხელჩართული ჩხუბი თბილისის ერთ-ერთ რესტორანთან - ნაცემია პოლონეთის 3 მოქალაქე, ერთზე ბლაგვი საგნით იძალადეს (ვიდეო) | Allnews.Ge

ხელჩართული ჩხუბი თბილისის ერთ-ერთ რესტორანთან - ნაცემია პოლონეთის 3 მოქალაქე, ერთზე ბლაგვი საგნით იძალადეს (ვიდეო)

შსს-მ 2 პირი და­ა­კა­ვა, რომ­ლებ­მაც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­თან პო­ლო­ნე­თის სამ მო­ქა­ლა­ქეს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს.

ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა მათ­ზე ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ჯ. და წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.გ. ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს პო­ლო­ნე­თის სამ მო­ქა­ლა­ქეს, ხოლო ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, ე.გ-მ ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და მათ­ზე.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. და­შა­ვე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში პო­ლო­ნე­თის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს თავს და­ესხნენ.გა­მო­ცე­მა RMF24-ის ცნო­ბით, პო­ლო­ნე­თის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე თავ­დას­ხმა მა­შინ გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­დე­საც ისი­ნი თბი­ლის­ში პო­ლო­ნე­თი­დან ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ოპე­რა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დაბ­რუ­ნე­ბის ოპე­რა­ცია ევ­რო­პის სა­სა­ზღვრო და სა­ნა­პი­რო დაც­ვის სა­ა­გენ­ტო Frontex-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

„ჩვე­ნი ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ერთს ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და, ხოლო მე­ო­რეს ოპე­რა­ცია ახლა უტარ­დე­ბა. მომ­ხდარს ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია იძი­ებს. ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ამის თქმა შეგ­ვიძ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პო­ლო­ნე­თის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ან­ჯეი იუჟ­ვი­აკ­მა.