ტრაგედია სვანეთში: ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - “ოთხი პატარა დაობლდა, ყველაზე პატარა 3 წლისაა“
ტრაგედია დატრიალდა მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, გზიდან მდინარეში გადავარდა.
გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევანი ანსიანი. მათ ოთხი შვილი დარჩათ.
"დაუჯერებელი ტრაგედია ტრიალებს, რატომ ასეთი მწარე ბედისწერა? ოთხი პატარა ბავშვის დაობლდა, ყველაზე პატარა 3 წლისაა. ტირის მთელი მესტია. წყალში იყვნენ გადავარდნილი, ლევანი წუხელვე ამოიყვანეს და მზეო ახლახან იპოვეს, ამოიყვანეს ენგურიდან " - ამბობენ დაღუპულის ახლობლები.