თამო ვაშალომიძე ქმარს დაშორდა - “ძალიან რთული იყო... როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება რთულია“
ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე და ბიზნესმენი აკა სამხარაძე ერთმანეთს დაშორდნენ. მან ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა.
„მე და აკა რამდენიმე თვეა დაშორებული ვართ, ძალიან რთული იყო, ძალიან... როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება რთულია,“ - თქვა თამო ვაშალომიძემ.
თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
ბიზნესმენ აკა სამხარაძეს და თაკო ვაშალომიძეს საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.