ჩვევა, რომელიც წყვილებს უბედურს ხდის - რას გვირჩევს ფსიქოლოგი უერთიერთობების გასაუმჯობესებლად | Allnews.Ge

ჩვევა, რომელიც წყვილებს უბედურს ხდის - რას გვირჩევს ფსიქოლოგი უერთიერთობების გასაუმჯობესებლად

სიყვარული ვერ იზომება ქულებით და ვერ აიწონება სასწორზე. ჩვევა, როცა პარტნიორები ითვლიან, ვინ უფრო მეტს დებს ურთიერთობაში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ურთიერთობების გაუარესების. ამას ფსიქოლოგები „ქულების თვლას“ (scorekeeping) უწოდებენ.

როგორც Forbes-ის გამოცემაში, ამერიკელი ფსიქოლოგი მარკ ტრავერსი წერს, ასეთი მიდგომა პარტნიორებს აიძულებს მუდმივად შეაფასონ, ვინ მეტი გამოიმუშავა, ვინ უფრო ხშირად ამზადებს ვახშამს ან ვინ უფრო მეტ ენერგიას დებს შვილების აღზრდაში. ეს ასუსტებს როგორც ადამიანებს, ისე თავად ურთიერთობას.

  • კვლევა და შედეგები

13 წლიანი და 7 000-ზე მეტი წყვილის კვლევამ („Pay Me Back“) დაადასტურა: რაც უფრო ძლიერია „გაცვლითი მიდრეკილება“, მით უფრო დაბალია კმაყოფილება ურთიერთობით. ეს ტენდენცია არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც მყარდება.

  • ურთიერთობის ორი ტიპი

კომუნალური ურთიერთობები – ასეთ წყვილებში პარტნიორები ერთმანეთისთვის აკეთებენ რაღაცას გულწრფელად, სიყვარულით და არა ანგარიშგებით. მაგალითად, თუ ერთ-ერთი ამზადებს ვახშამს, ამას უბრალოდ დახმარების სურვილით აკეთებს და არ ითვლის, რამდენჯერ გაუკეთებია მეორეს.

გაცვლითი ურთიერთობები – აქ ურთიერთობა უფრო ბიზნესგარიგებას ჰგავს. პარტნიორები დეტალურად აკონტროლებენ, ვინ რა გააკეთა და ელიან ან კომპენსაციას, ან მინიმუმ აღიარებას. ნებისმიერი ქმედება იწერება „ბალანსში“, სადაც აღირიცხება ვალები და დამსახურებები.

გაგრძელებული „ვალების“ შეხსენება თბილ ურთიერთობას კონკურენციად აქცევს, სადაც მთავარი ხდება არა გრძნობა, არამედ სამართლიანობა კალკულატორით. შედეგად იზრდება დაძაბულობა, წყენა და დაუფასებლობის განცდა.

  • პოზიტიური მხარე

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრი წყვილი ნელ-ნელა უარს ამბობს ქულების თვლაზე და უფრო მოქნილი ხდება. ისინი, ვინც გამუდმებით ითხოვენ „ყველაფერი იყოს თანაბრად“, ხშირად კარგავენ ურთიერთობის სიამოვნებას და უფრო მეტად განიცდიან გაუცხოებას.

წყარო