როგორია ქართული თაფლის საცალო ფასი | Allnews.Ge

როგორია ქართული თაფლის საცალო ფასი

“ქართულ თაფლზე მოთხოვნა მზარდია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალეკო პაპავამ განაცხადა.

როგორც პაპავა განმარტავს, მზარდ მოთხოვნას ხელს უწყობს ისიც, რომ თაფლის დაბინძურება მინიმუმამდეა დაყვანილი და ხარისხი არის გაზრდილი.

  • რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, ამჟამად 1 კგ. ქართული წარმოების თაფლის საცალო ფასი 25-30 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„საცალო ფასი 25-30 ლარის ფარგლებშია. რაც უფრო დრო გადის, თაფლზე მოთხოვნა უფრო იზრდება, იმიტომ რომ, ქართული თაფლი ასეთი სუფთა არასდროს ყოფილა. ჩვენ მუდამ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქართული თაფლის ხარისხი რაც შეიძლება მაღალი იყოს. შემცირებულია ანტიბიოტიკებით დანაგვიანება და მინიმუმამდე არის დაყვანილი, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და კიდევ უფრო მეტის მიღწევა გვინდა.

გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვეწევით იმის აგიტაციას, რომ მეფუტკრეობაში უფრო მეტად იქნას გამოყენებული ორგანული საშუალებები, რაც ჩვენს თაფლს კიდევ უფრო დააახლოებს ბიო პროდუქტთან. ჩვენი მხრიდან მეფუტკრეებთან ამ ინფორმაციის მიტანა ხდება”, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ალეკო პაპავამ.