თბილისის რომელ უბანში შეიძენთ ბინას ყველაზე იაფად და ყველაზე ძვირად - განახლებული სტატისტიკა
2025 წლის ივლისში, თბილისში 3 647 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი ზრდაა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.
კვლევის თანახმად, საშუალო ფასის მიხედვით, ივლისში ბინები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზე ღირდა - 3 075 აშშ დოლარი, ხოლო ყველაზე იაფი ვაშლიჯვარში - 1 004 აშშ დოლარი.
გთავაზობთ ბინების საშუალო ფასს ივლისში, თბილისის უბნების მიხედვით:
- მთაწმინდა - 3 075 აშშ დოლარი;
- ვაკე - 2 719 აშშ დოლარი;
- ჩუღურეთი - 2 006 აშშ დოლარი;
- საბურთალო - 1 576 აშშ დოლარი;
- კრწანისი - 1 449 აშშ დოლარი;
- დიდუბე - 1 340 აშშ დოლარი;
- ისანი - 1 273 აშშ დოლარი;
- ნაძალადევი - 1 178 აშშ დოლარი;
- სამგორი - 1 073 აშშ დოლარი;
- დიდი დიღომი - 1 054 აშშ დოლარი;
- გლდანი - 1 031 აშშ დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 1 004 აშშ დოლარი.
ამასთან, სრული სურათით, კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასმა 1 340 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.24%-იანი ზრდაა - გასული წლის ივლისში 1 298 აშშ დოლარი ღირდა. შემცირდა ქირის ფასი და კვადრატულ მეტრზე 9.5 აშშ დოლარს შეადგენდა - წინა წელს 9.9 აშშ დოლარი იყო.