საქართველოში, გარდაცვლილთა რიცხვი დაბადებულებისას აჭარბებს - 2025 წლის სტატისტიკა | Allnews.Ge

საქართველოში, გარდაცვლილთა რიცხვი დაბადებულებისას აჭარბებს - 2025 წლის სტატისტიკა

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2025 წლის იან­ვარ-ივ­ნის­ში ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ­თა რი­ცხოვ­ნო­ბამ 17 719 ბავ­შვი შე­ად­გი­ნა.

ამას­თან, რო­გორც „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა 22 718 ადა­მი­ა­ნი.

"2025 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა (სხვა­ო­ბა ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხოვ­ნო­ბას შო­რის) -4 999 კა­ცით გა­ნი­სა­ზღვრა. ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბის და­დე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­სა (406) და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში (296). 2025 წლის პირ­ველ 6 თვე­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ქორ­წი­ნე­ბის 9 925 და გან­ქორ­წი­ნე­ბის 6 456 შემ­თხვე­ვა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.