ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში - მამაკაცი ხაჭაპურს მიირთმევდა, როდესაც ტროტუარზე მანქანა შევარდა: კაცმა გაქცევა მოასწრო | Allnews.Ge

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში - მამაკაცი ხაჭაპურს მიირთმევდა, როდესაც ტროტუარზე მანქანა შევარდა: კაცმა გაქცევა მოასწრო

"კაცი, რომელიც ხაჭაპურს მიირთმევდა, მოასწრო და ადგილიდან დროულად გავიდა" - რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილი "ბეემვე"-ს მარკის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ინერციით საცხობის მიმდებარედ, ბორდიურზე ავარდა. კადრებში ჩანს კაცი, რომელმაც ტერტირორიის დატოვება მოასწრო და ავარიას გადაურჩა.

ავარიის დროს არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი გადაადგილების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება.