რატომ მიირთმევენ ადამიანები უფრო და უფრო მეტ შაქარს? - კვლევამ გასაოცარი მიზეზი აღმოაჩინა | Allnews.Ge

რატომ მიირთმევენ ადამიანები უფრო და უფრო მეტ შაქარს? - კვლევამ გასაოცარი მიზეზი აღმოაჩინა

ნა­ყი­ნი, გა­ყი­ნუ­ლი დე­სერ­ტე­ბი და ცივი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი ხალ­ხის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლი ხდე­ბა ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო იზ­რდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რაც, შე­დე­გად კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო და უფრო მეტ ცივ და ტკბილ საკ­ვებს ან სას­მელს მი­ირ­თმევს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს.

“არ­სე­ბობს უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად შე­იც­ვლე­ბა საჭ­მლის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და ხა­რის­ხი, რაც გა­მო­იწ­ვევს საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, ფა­სე­ბის ზრდას. ასე­ვე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე", - აცხა­დებს კარ­დი­ფის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­მოს დაც­ვის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მდგრა­დო­ბის მკვლე­ვა­რი, პრო­ფე­სო­რი პან ჰი.

თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა იმას, თუ რას ვირ­ჩევთ საკ­ვე­ბად და სას­მე­ლად.მკვლევ­რებ­მა 2004-დან 2019 წლამ­დე აშშ-ის სა­ო­ჯა­ხო საკ­ვე­ბი კა­ლა­თის შე­მად­გენ­ლო­ბა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს. შემ­დეგ შე­ა­და­რეს შეს­ყი­დუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის სპე­ცი­ფი­კა რე­გი­ო­ნუ­ლი ამინ­დის მო­ნა­ცე­მებ­თან, ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბას­თან.

  • Nature Climate Change-ის სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ანა­ლიზ­მა ცხად­ყო, რომ რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა იზ­რდე­ბო­და, ხალ­ხი მეტ შა­ქარს იღებ­და. ეს ძი­რი­თა­დად გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი და წვე­ნე­ბი იყო.

capture-1757420373.jpg

და­ახ­ლო­ე­ბით ყო­ვე­ლი 5 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სით მო­მა­ტე­ბულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, ამე­რი­კულ ოჯა­ხებ­ში შაქ­რის მი­ღე­ბა თითო ადა­მი­ან­ზე 0.7 გრა­მით იზ­რდე­ბო­და.

რო­გორც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, ცხე­ლი ამინ­დის გამო ორ­გა­ნიზ­მი მეტ წყალს კარ­გავს, რის გა­მოც ხალ­ხს გაგ­რი­ლე­ბა სწყუ­რია. მათი არ­ჩე­ვა­ნი ყვე­ლა­ზე ხში­რად ცივ გა­ზი­ან სას­მე­ლებ­ზე, ნა­ყინ­ზე და ან ისეთ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ჩერ­დე­ბა, რო­მე­ლიც შა­ქარს შე­ი­ცავს.კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გავ­ლე­ნა უფრო იგ­რძნო­ბა და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ოჯა­ხებ­ში - მათ ისე­დაც აქვთ მა­ღა­ლი შაქ­რის მოხ­მა­რე­ბის ტენ­დენ­ცია, რად­გან ასე­თი საკ­ვე­ბი უფრო იაფი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია.კვლე­ვა პროგ­ნო­ზი­რებს, რომ ქვეყ­ნის გარ­შე­მო შაქ­რის მოხ­მა­რე­ბა 2095 წლის­თვის შე­საძ­ლოა დღე­ში 3 გრა­მით გა­ი­ზარ­დოს.

The American Heart Association-ი ხალ­ხს და­ნა­მა­ტი შაქ­რე­ბის ოდე­ნო­ბის შე­ზღუდ­ვას ურ­ჩევს.

წყარო