„დღიური ანაზღაურება 70 ლარია - იმედია, არ გაჭირდება წელს მოსავლის დაბინავება“ - ფერმერი
„ბაზარზე მუშახელი ძალიან ჭირს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შინდისელი ფერმერი ლერი სანებლიძე საუბრობს.
როგორც ფერმერი აღნიშნავს, წელს დაახლოებით 100 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება. მისი თქმით, ვაშლის კრეფაზე დღიური ანაზღაურება 70 ლარს შეადგენს.
„დღიური ანაზღაურება 70 ლარია“
„მე წელს დაახლოებით 100 ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს ველოდები. საგაზაფხულო მოყინვების დროს ჩემი მოსავალი არ დაზიანებულა, მაგრამ დაზიანდა წვრილი ხილი - ქლიავნი, ატამი და ბალი.
ვაშლის ფასი ხარისხების მიხედვით არის. კარგი ვაშლის მოყვანა 2 ჰექტარზე დაწყებული გასხვლიდან, დამთავრებული მოსავლის აღებამდე, 50-60 ათას ლარამდე მიჯდება, ამ ფართობზე დაახლოებით 100 ტონა მოსავალს ვიღებ (ავტორის შენიშვნა: 1 კგ. საშუალოდ 50-60 თეთრი).
ბაზარზე მუშახელი ძალიან ჭირს, დღიური ანაზღაურება 70 ლარს შეადგენს. მაგრამ წელს როგორი ფასი იქნება, ვერ გეტყვით წინასწარ, რადგან ჯერ მოსავლის აღება და დამიწყია მე. იმედია, არ გაჭირდება წელს მოსავლის დაბინავება“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ლერი სანებლიძე.