"თეა წულუკიანო, გერგეტში საკუთარი ნებით ჯვარდაწერილო, იურისტი ხარ და ალბათ, ხვდები, რომ ჩივილის საფუძველი მე უფრო მაქვს" - ირინა სარიშვილი ექსმინისტრს პასუხობს და გია ჭანტურიას მკვლელობის დეტალებს იხსენებს | Allnews.Ge

"თეა წულუკიანო, გერგეტში საკუთარი ნებით ჯვარდაწერილო, იურისტი ხარ და ალბათ, ხვდები, რომ ჩივილის საფუძველი მე უფრო მაქვს" - ირინა სარიშვილი ექსმინისტრს პასუხობს და გია ჭანტურიას მკვლელობის დეტალებს იხსენებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბო­და ამ­ბა­ვი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი თით­ქოს მე­ო­რედ გა­თხოვ­და. ამას არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მათ შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ თე­მა­ზე და­წე­რა სტა­ტუ­სი ირი­ნა სა­რიშ­ვილ­მა. "მე­ო­რედ რომ ქალი გა­თხოვ­დე­ბა, იმის ქა­ლო­ბა დე­იწ­ვას, შენ გარ­და, თია". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ამ პოს­ტში არ ჩანს, რო­მელ თი­ა­ზეა ლა­პა­რა­კი, წუ­ლუ­კი­ა­ნი სწო­რედ მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და საკ­მა­ოდ ვრცე­ლი პოს­ტი მი­უ­ძღვნა.

"ქალ­ბა­ტო­ნო ირი­ნა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნაფ­თა­ლი­ნის ცუდი სუნი აგ­დით, და არ უნდა გპა­სუ­ხობ­დეთ, გაც­ნო­ბებთ, რომ არა­ვის არ გავ­ყო­ლი­ვარ ცო­ლად ცი­ხე­ში გარე ძა­ლე­ბის და­ვა­ლე­ბით, არა­მედ - გერ­გე­ტის სა­მე­ბა­ში და­ვი­წე­რე ჯვა­რი ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ა­ზე, სა­დაც ორი­ვე მხა­რე მო­ძღვრის წი­ნა­შე ჩვე­ნი­ვე ნე­ბით დავ­დე­ქით.

ჯვრის ერ­თგუ­ლე­ბა კი ჩემი ერთ-ერთი თვი­სე­ბაა, რო­მელ­საც ვერ მო­ვიშ­ლი.

სხვა­თა შო­რის, თავს თუ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­მესხნენ, თავს მან­ქა­ნის "ბარ­და­ჩოკ­ში" კი არ შევ­მა­ლავ (sic), ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას გა­და­ვე­ფა­რე­ბი, იქ­ნებ გა­და­ვარ­ჩი­ნო-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რებ. კი ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, მაგ­რამ ალ­ბათ გა­მოგრჩათ, რომ "ბარ­და­ჩოკ­ში" თა­ვის შე­ყო­ფის საქ­მემ ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა, სტრას­ბურ­გში.ამ ყვე­ლა­ფერს კო­დუ­ას ნა­ნუ­ლი (მე­ო­რედ ვუ­ჩივ­ლე და გამ­წა­რე­ბუ­ლია ) ვერ გა­ი­გებს, მაგ­რამ თქვე­ნი აყ­რო­ლე­ბუ­ლი სინ­დი­სი კარ­გად გა­ი­გებს - ჭკუა გაქვთ მის­გან გან­სხვა­ვე­ბით...", - წერ­და ის. (წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად)

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თეა წუ­ლუ­კი­ანს ასე­ვე ვრცე­ლი პოს­ტით პა­სუ­ხობს და მისი მე­უღ­ლის, გია ჭან­ტუ­რი­ას მკვლე­ლო­ბის დღეს დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს:"დი­ლის 10 სა­ა­თი ხდე­ბო­და სახ­ლი­დან რომ გა­მო­ვე­დით. ლიფ­ტი და­ბა­ლი ძაბ­ვის გამო არ მუ­შა­ობ­და და ფე­ხით და­ვეშ­ვით მე-15 სარ­თუ­ლი­დან გია ჭან­ტუ­რია, მე­რაბ ბა­რა­მია და მე. მძღო­ლი მან­ქა­ნით ეზო­ში გვე­ლო­დე­ბო­და. წინ მე­რა­ბი დაჯ­და, უკან მე და გია - რო­გორც ყო­ველ­თვის,მე მძღო­ლის უკან, გია მე­რა­ბის უკან. მა­მამ­თილ­თან სი­გა­რეტს არ ვე­წე­ო­დი, გიას გახ­სნი­ლი კო­ლო­ფი ჰქონ­და, მი­ვუტ­რი­ალ­დი სი­გა­რე­ტის სა­თხოვ­ნე­ლად, მან­ქა­ნა ოდ­ნავ და­იძ­რა, მე­ო­რე სა­დარ­ბა­ზომ­დე მი­ვე­დით და და­ი­წყო. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ კენ­ჭე­ბი ხვდე­ბა მან­ქა­ნას ყვე­ლა მხრი­დან. მერე ყვი­რი­ლი გა­ვი­გო­ნე "ბავ­შვე­ბო შე­დით სახ­ლში" - იქვე სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი იყო და ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ. ყვე­ლა მხრი­დან გვეს­როდ­ნენ. გიამ კარი გა­ა­ღო, მე ძირს და­მაწ­ვი­ნა, ხე­ლით ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დი, არ მინ­დო­და გაშ­ვე­ბა, მე­ში­ნო­და. ხელი გა­მაშ­ვე­ბი­ნა, ჩა­წე­ქი და გა­და­გიყ­ვან მერე შენ­ცო, გა­და­ვი­და და კარი და­კე­ტა. რო­გორც მერე აღ­მოჩ­ნდა მე რომ სა­ა­თე­ბი მე­გო­ნა, 8 წუთი გრძელ­დე­ბო­და თურ­მე სრო­ლა და ეს თურ­მე ძა­ლი­ან ბევ­რია. ამ 8 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ავ­წიე თავი, რომ ფან­ჯრი­დან გია და­მე­ნა­ხა. მე­რა­ბი მიყ­ვი­რო­და - არ გა­ინ­ძრე ირი­ნა რა­ჟოკს ცვლი­ან. სა­დარ­ბა­ზოს­თან გია ვერ და­ვი­ნა­ხე, მო­ვას­წა­რი ძირს და­ხედ­ვა და და­ვი­ნა­ხე, გია წევს მი­წა­ზე და თვა­ლე­ბი გა­ხე­ლი­ლი აქვს. გა­ვი­ფიქ­რე, ეგებ, ასეა სა­ჭი­რო-თქო და მე­რაბს და­ვუყ­ვი­რე, არ გა­ვინ­ძრეთ ვი­თომ მკვდრე­ბი ვართ-მეთ­ქი, ტან­ზე ტყვი­ე­ბი რომ მხვდე­ბო­და, ვგრძნობ­დი, თავ­ზე ხელ­თან ერ­თად ჩან­თა და­ვი­ფა­რე და წინა ორ სკამს შო­რის შევ­ყა­ვი თავი - გი­ას­გან ვი­ცო­დი, რომ სა­ჭეს და "ბარ­და­ჩოკს" შო­რის არის მო­ტო­რი, რო­მე­ლიც ტყვია არ ატა­რებს და მა­გი­ტომ. ამა­სო­ბა­ში ახა­ლი ჯერი დაგ­ვი­ში­ნეს, მე­რა­ბი მოტ­რი­ალ­და და ზე­მო­დან და­მახ­ტა. ზურ­გი და­ცხრი­ლუ­ლი ჰქონ­და და მე­ო­რე დღეს ამ ჭრი­ლო­ბე­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. სრო­ლა შე­წყდა, მე­ზობ­ლე­ბი გა­მოც­ვივ­დნენ, მან­ქა­ნი­დან გად­მოგ­ვათ­რი­ეს, მეც და მე­რა­ბიც გი­ას­კენ ვი­წევ­დით, სა­ნამ ფეხ­ზე დგო­მა შეგ­ვეძ­ლო, მერე ორი­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში შეგ­ვიყ­ვა­ნეს, რა­ღაც მან­ქა­ნა­ში ჩაგ­ვსვეს. და­ვი­ნა­ხე მე­ო­რე მან­ქა­ნა­ში რო­გორ და­აწ­ვი­ნეს გია და ასე ორი მან­ქა­ნით მიგ­ვიყ­ვა­ნეს რეს­პუბ­ლი­კურ­ში. სა­მი­ვე სა­კა­ცით გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში. მახ­სოვს ძა­ლი­ან მცი­ო­და და ჩქა­რა დაგ­ვა­ძი­ნეთ-მეთ­ქი, - ექი­მებს ვუყ­ვი­რო­დი. გია ისევ არ ინ­ძრე­ო­და, მე­რა­ბი ჩემ­სა­ვით რა­ღა­ცებს იძახ­და, მარ­ტო ხმა მეს­მო­და. ამის მერე არა­ფე­რი აღარ მახ­სოვს. ნარ­კო­ზი­დან გა­მო­სუ­ლი თურ­მე ვყვი­რო­დი, თუ გია არ გა­დარ­ჩა, მეც არ გა­და­მარ­ჩი­ნოთ-თქო და ამი­ტომ 2 დღე არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ გიას ამ­ბავს. 4 ტყვია მქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, ორი გულ­თან იყო, ერთი ვერ ამო­ი­ღეს გულ­თან სი­ახ­ლო­ვის გამო და დღე­საც ჩემ­თა­ნაა. ყვე­ლა­ზე მძი­მე ჭრი­ლო­ბა იყო მარ­ცხე­ნა ფერ­დში უკ­ნი­დან, ხე­ლის ტყვი­ამფრქვე­ვით გა­მა­ვა­ლი ნას­რო­ლი, რო­მელ­მაც გა­ი­ა­რა მუ­ცე­ლი, შე­ე­ხო არ­ტე­რი­ას და სწორ ნაწ­ლავს, რა­მაც ნაწ­ლა­ვე­ბის კონ­ტუ­ზია გა­მო­იწ­ვია და რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ხელ­მე­ო­რედ სა­ო­პე­რა­ციო გავ­ხდი.

იმას აღარ მოვ­ყვე­ბი, რა მოხ­და როცა ჯერ მე­რა­ბის, მერე კი გიას ამ­ბა­ვი მი­თხრეს. ბევრ რა­მეს ახლა აღარ მოვ­ყვე­ბი, რაც დავ­წე­რე, ესეც ძა­ლი­ან მძი­მე მო­სა­ყო­ლია და რა­ტომ გა­და­ვა­ბი­ჯე ჩემს თავს იცით? მინ­და, ყვე­ლამ კარ­გად გა­ი­აზ­როთ, რა მას­შტა­ბის ბო­რო­ტე­ბას­თან გვაქვს საქ­მე წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­ხით, რო­მელ­მაც თურ­მე ეს ყვე­ლა­ფე­რი იცის, სტრას­ბურ­გში გას­ცნო­ბია, და ჩემს გა­სა­ლან­ძღად და და­სამ­ცი­რებ­ლად ამ ყვე­ლაფ­რი­დან "ბარ­და­ჩო­კის" ეპი­ზო­დი ამო­ი­ღო, რო­გორც ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო, კი­დევ უფრო გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა იმის მო­გო­ნე­ბით რომ "ბარ­და­ჩოკ­ში" თავი მქონ­და შე­ყო­ფი­ლი, და აი, ამით აღ­ლი­ცი­ნა მისი მომ­ხრე "ქა­ლე­ბი" და "კა­ცე­ბი". სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩემს ქვე­და ჭრი­ლო­ბა­ზეც მან მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სა­კუ­თარ ტრო­ლებს რომ ამა­ზეც ემ­ხი­ა­რუ­ლათ.

აი, ამი­ტომ დავ­წე­რე, რაც დავ­წე­რე, რომ კარ­გად და­ფიქ­რდეს ყვე­ლა, რა მას­შტა­ბის ბო­რო­ტე­ბას ვებ­რძვით.

აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმის გა­აზ­რე­ბა­ზე, რომ გიამ მან­ქა­ნი­დან გა­დას­ვლით და მე­რაბ­მა გა­და­ფა­რე­ბით სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ჩემი სი­ცო­ცხლე იხ­სნეს. დღემ­დე ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ამა­ზე ფიქ­რი და სი­ცო­ცხლეც არ მინ­დო­და, სა­ნამ ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში ჯერ ლუკა, მერე ირაკ­ლი და მერე საბა არ შე­მობ­რძან­დნენ.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნო, გერ­გეტ­ში სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჯვარ­და­წე­რი­ლო - იუ­რის­ტი ხარ და ალ­ბათ, ხვდე­ბი, რომ ჩი­ვი­ლის სა­ფუძ­ვე­ლი მე უფრო მაქვს ცი­ხე­ში გი­ას­თან ხე­ლის­მო­წე­რის გა­რე­დან და­ვა­ლე­ბით (ალ­ბათ, "დიფსტე­ი­ტის") მოქ­მე­დე­ბა­ზე რომ მი­მა­ნიშ­ნებ, "ბარ­და­ჩო­კის" ეპი­ზოდ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. არც იმა­ზე, გა­დარ­ჩე­ნა რომ წა­მო­მაყ­ვედ­რე, ჩემს ქმარს რომ ეს­რო­ლონ, გა­და­ვე­ფა­რე­ბიო. ჩემ­თან პი­რი­ქით მოხ­და - კა­ცებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნეს. შენ კი ჩემ­ზე ჩი­ვი­ლის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გაქვს, რად­გან ჩემს იმ სა­ხუ­მა­რო პოს­ტში არც რა­ი­მეს მტკი­ცე­ბა იყო და არც შე­უ­რა­ცხყო­ფა, თუ თა­ვად არ მი­გაჩ­ნია ჯვრის და ქმრის ერ­თგულს მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფად. მაგ­რად მკი­დია რამ­დენ­ჯერ გა­თხოვ­დე­ბი და ეს პოს­ტი მა­გა­ზე არ იყო. მაგ­რამ როცა ბო­რო­ტე­ბა გო­ნე­ბას წა­გარ­თმევს, იუ­მორ­ზე და თვი­თი­რო­ნი­ა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, იმას და­წერ, რაც და­წე­რე და შენ­ნა­ი­რებ­სვე ახა­ლი­სებ. მე კი ჩი­ვი­ლით, ცი­ხით და ტყვი­ით ვერ შე­მა­ში­ნებ - ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი და გა­და­ლა­ხუ­ლი მაქვს.

ჩი­ვი­ლი აქეთ მე შე­მიძ­ლია, რო­გორც გი­თხა­რი, მაგ­რამ შე­ნი­ვე სა­სა­მარ­თლო­ში არ გი­ჩივ­ლებ, ჯერ ერთი უამ­რა­ვი საქ­მე მაქვს შინ და გა­რე­თაც, მე­ო­რეც ცოტა დრო დაგ­რჩა საგ­რი­ა­ლოდ და შენ­თვის მი­ჩუ­ქე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი წუ­თე­ბი 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე.

P.S. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გვერ­დით და­მიდ­გა. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მე­გობ­რებს, რომ­ლებ­მაც და­მარ­წმუ­ნეს, რომ არაფ­რის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და ამის მერე ასეც მო­ვიქ­ცე­ვი", - წერს სა­რიშ­ვი­ლი.