აშრობს თუ არა კანს ყოველდღიური შხაპი კანის ქრონიკული დაავადებების დროს?
ბევრი ჩვენგანისთვის დილა იწყება არა ყავით, არამედ შხაპით.
ის გვეხმარება გამოფხიზლებაში, ძილის ნარჩენებისგან განთავისუფლებაში და სისუფთავის შეგრძნების განცდაში. შხაპი გვმუხტავს ენერგიით. მაგრამ ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ისმის: ყოველდღიური შხაპის მიღება საზიანოა, კანის ზედაპირიდან აშორებს მიკრობიომს, ანადგურებს, აშრობს და აბერებს კანს. რა არის სიმართლე - და ღირს თუ არა ამ ჩვევაზე უარის თქმა? რას ამბობს მეცნიერება და როგორ დავიბანოთ სწორად, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კანი.
ბოლო დრომდე დერმატოლოგებს შორის არსებობდა მკაფიო აზრი: ყოველდღიურმა შხაპმა შეიძლება დააზიანოს კანი. ითვლებოდა, რომ ხშირი დაბანა შლის ბუნებრივ დამცავ ფენას, არღვევს მიკრობიომს და იწვევს სიმშრალეს, რაც ნიშნავს მიკრობზარების გაჩენის რისკს, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში ბაქტერიები და ალერგენები შედიან. ეს განსაკუთრებით საშიშია ისეთი პირობებისთვის, როგორიცაა ეგზემა ან ფსორიაზი, სადაც კანის უმნიშვნელო დაზიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება.
თუმცა, ერთ-ერთ ბრიტანულ კლინიკაში ჩატარებულმა ახალმა კლინიკურმა კვლევამ პრობლემის შესახებ შეხედულება შეცვალა. კვლევაში მონაწილეობდა ეგზემით დაავადებული 400-ზე მეტი ადამიანი. ისინი დაიყვნენ ორ ჯგუფად: ზოგი ყოველდღე იღებდა შხაპს ან აბაზანას, ზოგი მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
მოსალოდნელი იყო, რომ წყლის რეგულარული პროცედურები გააუარესებდა პირველი ჯგუფის მოხალისეთა კანის მდგომარეობას. მაგრამ შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა: სიმპტომებში განსხვავება არ იყო. დაბანის სიხშირის მიუხედავად, მონაწილეთა კანი არ გამომშრალა და დაავადების მიმდინარეობა არ გაუარესებულა.
ამრიგად, კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ ყოველდღიური შხაპი არ იწვევს კანის სიმშრალეს, თუნდაც კანის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში. ეს უარყოფს აქამდე არსებულ მოსაზრებებს და ამტკიცებს, რომ საქმე არა დაბანის სიხშირეშია, არამედ მიდგომაში. იხილეთ სრულად