უმძიმესი ავარია ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც | Allnews.Ge

უმძიმესი ავარია ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

ქო­ბუ­ლე­თი - ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ოთხი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ხოლო სამი კი მძი­მედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე მოძ­რა­ვი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, შე­დე­გად ორი­ვე მათ­განს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა.

ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რო­გორც უწყე­ბა­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.