რატომ ხშირდება ქუჩაში ძაღლით დაკბენის შემთხვევები ზაფხულში: რა იწვევს ცხოველის აგრესიას და როგორ მოვიქცეთ დაკბენის შემთხვევაში - "შეიძლება გაქცევით უარესი მოხდეს" | Allnews.Ge

რატომ ხშირდება ქუჩაში ძაღლით დაკბენის შემთხვევები ზაფხულში: რა იწვევს ცხოველის აგრესიას და როგორ მოვიქცეთ დაკბენის შემთხვევაში - "შეიძლება გაქცევით უარესი მოხდეს"

ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, რომ თემ­ქის ახ­ლად აშე­ნე­ბულ სკვერ­ში ქუ­ჩის ძაღ­ლებ­მა ბავ­შვე­ბი დაკბი­ნეს... იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ გა­რე­უბ­ნებ­ში ჯგუ­ფუ­რად და­დი­ან ძაღ­ლე­ბი და გამ­ვლე­ლე­ბის­თვის გარ­კვე­ულ საფრ­თხეს ქმნი­ან. ზო­გი­ერ­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ძი­რი­თა­დად ის ძაღ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით პატ­რო­ნე­ბის მიერ ამა თუ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და­ტო­ვე­ბუ­ლი, თუ მიყ­ვა­ნი­ლი...

რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ვის რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს, რა ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია ძაღლს და რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ძაღ­ლის ნაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლისტს კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის სსიპ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ასე გვი­პა­სუ­ხა:

"ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო დე­და­ქა­ლაქ­ში მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვას ახორ­ცი­ე­ლებს მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და ჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დით - სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გზით. სა­ა­გენ­ტო წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი ათა­სამ­დე სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ას ატა­რებს და ეს რი­ცხვი წლი­დან წლამ­დე მზარ­დია.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად სა­ა­გენ­ტოს გაზ­რდი­ლი ეფექ­ტუ­რო­ბი­სა და ძა­ლის­ხმე­ვი­სა, საკ­მა­ოდ ხში­რია მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან თა­ვი­ან­თი არას­ტე­რი­ლუ­რი, ზრდას­რუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის, ან მათი ნა­ში­ე­რის გა­რე­უბ­ნებ­ში და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ეს კი მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის სიმ­რავ­ლის ძი­რი­თად წყა­როს წარ­მო­ად­გენს.

რა თქმა უნდა, ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს კონ­ტროლს რო­გორც სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ისე შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ეკი­პაჟს არას­ტე­რი­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი გა­დაჰ­ყავს მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც მათ უტარ­დე­ბათ სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბი და ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტი­რა­ბი­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია. ამის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან ბი­ნად­რო­ბის არე­ალ­ში“ - ნათ­ქვა­მია მათ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ერ­თოდ რა­ტომ კბენს ძაღ­ლი ადა­მი­ანს, რა­ტომ ეს­ხმის თავს, რა იწ­ვევს მის აგ­რე­სი­ას და რო­გორ უნდა დაც­ვას თავი ამის­გან, ამა­ზე კი­ნო­ლოგ-ინ­სტრუქ­ტო­რი შოთა მა­ლაშ­ხია გვე­სა­უბ­რა:

- ძაღ­ლის კბე­ნის მი­ზე­ზი და ამის გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რი ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს, მა­გა­ლი­თად, შიში, დო­მი­ნა­ცია, ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვა. გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ას, რა მოქ­მე­დე­ბის დროს კბენს, ძაღ­ლი სად იმ­ყო­ფე­ბა და ჩვენ იმ დროს რას ვა­კე­თებთ. გა­აჩ­ნია იმა­საც, ეს ქუ­ჩის ძაღ­ლის აგ­რე­სი­აა, თუ პატ­რო­ნი­ა­ნი ძაღ­ლის. ამ ყვე­ლა­ფერს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი აქვს. ქუ­ჩის ძაღ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ის ტე­რი­ტო­რი­ას იცავ­დეს, ან ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბი­დან რამე არ მო­ე­წო­ნოს, ან უბ­რა­ლოდ იმ ადა­მი­ანს მიგ­ვამ­სგავ­სოს, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც და­უ­შა­ვა... პატ­რო­ნი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ზე­ზი ის იყოს, რომ პატ­რო­ნი ვერ აკონ­ტრო­ლებ­დეს ჯიშს, რო­მე­ლიც ჰყავს. არ ჰქონ­დეს ჯი­ში­სა და მისი თვი­სე­ბე­ბის გამო ცოდ­ნა. იმა­საც ბევ­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, თუ რა­ტომ ვერ აკონ­ტრო­ლებ­დეს პატ­რო­ნი ძაღლს. რაც შე­ე­ხე­ბა აგ­რე­სი­ის დროს თა­ვის დაც­ვას, აქ უნი­ვერ­სა­ლუ­რი მე­თო­დი, ალ­ბათ არ არ­სე­ბობს. გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ას, რა ჯი­შის ძაღ­ლია, რა ზო­მის და რა დო­ზით იწევს საკ­ბე­ნად. ამ დროს გაქ­ცე­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. ცხო­ვე­ლია და ვერ­სად გა­ექ­ცე­ვი, თუ გარ­ბის, უნდა და­ი­ჭი­როს, ინ­სტინ­ქტი აქვს ასე­თი. შე­იძ­ლე­ბა გაქ­ცე­ვით ადა­მი­ან­მა უა­რე­სი გა­ა­კე­თოს და ძაღ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა იქამ­დე მი­ვი­დეს, რომ სა­ბო­ლოდ უკბი­ნოს. არა­და, იმ მო­მენ­ტში შე­საძ­ლოა ოდ­ნავ გაც­ლა სჯობ­და.

- ხში­რად ძაღ­ლის მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ასე­თი არ­გუ­მენ­ტი აქვთ - ჩემ­თვის მივ­დი­ო­დი, ძაღ­ლი გა­მო­მე­კი­და და მი­კ­ბი­ნა. თუნ­დაც ასე იყოს. შე­იძ­ლე­ბა ასეთ დროს ძაღ­ლი ადა­მი­ანს თავს და­ეს­ხას?

- რო­გორ არა. ყვე­ლა­ფერს თა­ვის მი­ზე­ზი აქვს. რო­გორც უკვე ვთქვი, შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს უბ­რა­ლოდ მი­ამ­სგავ­სა. უმე­ტე­სად ქუ­ჩის ძაღ­ლებ­შიც მოხ­დეს ასე­თი რამ. როცა ვინ­მე ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ვა, ჯოხს ჩა­არ­ტყამს, ან ქვას ეს­ვრის, - დიდი ზო­მის ძაღ­ლე­ბი ამას იმახ­სოვ­რე­ბენ, პა­ტა­რე­ბიც, მაგ­რამ დი­დებს უკვე პა­სუ­ხის გა­ცე­მა შე­უძ­ლი­ათ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ასეა. იხილეთ სრულად