რესტორანს ავტომობილი იმ დროს შეეჯახა , როცა ცნობილი ბლოგერები საკვებს აგემოვნებდნენ - კადრები მედიაში ვრცელდება (აშშ) | Allnews.Ge

რესტორანს ავტომობილი იმ დროს შეეჯახა , როცა ცნობილი ბლოგერები საკვებს აგემოვნებდნენ - კადრები მედიაში ვრცელდება (აშშ)

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ავტომობილი მაღალი სიჩქარით შეეჯახა რესტორანს, სადაც ცნობილი ბლოგერები საკვებს აგემოვნებდნენ და ვიდეოს იღებდნენ. ინფორმაციას the sun-ავრცელებს. ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

მედიის ცნობით, დაზარალებულები ცნობილი ბლოგერები, ნინა სანტიაგო და პატრიკ ბლექვუდი არიან.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბლოგერები სოციალური ქსელებისთვის კონტენტს იღებდნენ და სხვადასხვა კერძებს აგემოვნებდნენ.