რას წერს ფოთელი გოგონა, რომელიც მსოფლიოს 8 უნივერსიტეტში, მათგან 7-ში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა? | Allnews.Ge

რას წერს ფოთელი გოგონა, რომელიც მსოფლიოს 8 უნივერსიტეტში, მათგან 7-ში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფო­თელ­მა ქე­თე­ვან სურ­მა­ვა ერ­თდრო­უ­ლად მსოფ­ლი­ოს 8 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა, აქე­დან 7 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბით.

1. Charles University - 100% და­ფი­ნან­სე­ბით (ჩე­ხე­თი, პა­რა­ღა) ფა­კულ­ტე­ტი Faculty of Social Sciences (წო­დე­ბა Bachelor in Economics and Finance).

2. Cambridge - 70% და­ფი­ნან­სე­ბით, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი.

3. Middlesex University Dubai - 100% და­ფი­ნან­სე­ბით. ფა­კულ­ტე­ტი BA (Honours) Accounting & Finance programme.

4. University of Salamanca - 100% და­ფი­ნან­სე­ბით (ეს­პა­ნე­თი). ფა­კულ­ტე­ტი Faculty of Economics and Business.

5. American University in Bulgaria - 100% და­ფი­ნან­სე­ბით. (აღ­ნიშ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მხო­ლოდ 9 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რი­ცხა და ერთ-ერთი ქე­თე­ვა­ნია). ძი­რი­თა­დი პროგ­რა­მა Business Administration, მა­ი­ნო­რი Business Communications and Public Relati 2 ფა­კულ­ტეტ­ზე.

6. Anglo-American University - 100% და­ფი­ნან­სე­ბით. პრა­ღა School of Business Administration, ფა­კულ­ტე­ტი People Management and Leadership.

7. Vrije Universiteit - 100% და­ფი­ნან­სე­ბით. ბრი­უ­სე­ლი, ფა­კულ­ტე­ტი: Social Sciences and Solvay Business School.

8. Modul University - 100% და­ფი­ნან­სე­ბით. ვენა, ფა­კულ­ტე­ტი: International Management.

ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფე­ის­ბუქგ­ვერდმა "ფოთი ჩემი ქა­ლა­ქი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც ქე­თე­ვან სურ­მა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი შრო­მის, მოთ­მი­ნე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის და­უ­ღა­ლა­ვი რწმე­ნის შე­დე­გად, იქ არის, სა­დაც ოდეს­ღაც მხო­ლოდ ოც­ნე­ბად წარ­მო­ედ­გი­ნა."მიყ­ვარ­და სწავ­ლა, ოც­ნე­ბად მქონ­და "თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" სწავ­ლა, თუმ­ცა გზამ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­მიყ­ვა­ნა: მუდ­მი­ვი კონ­კურ­სე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი, თბი­ლის­ში გა­ნუ­წყვე­ტე­ლი სი­ა­რუ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი დრო­ის ნაკ­ლე­ბო­ბა და ფაქ­ტი, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­თან თით­ქმის არ მივ­ლია. (მე-11 კლას­ში სა­კუ­თა­რი ძალა და­უ­ღა­ლავ შრო­მა­ში დავ­ხარ­ჯე, ღა­მე­ე­ბის თევა ჩვე­უ­ლე­ბად მექ­ცა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ იქ ვერ მოვ­ხვდი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მსურ­და). ეს მძი­მე იყო, რად­გან გულ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩემი შრო­მა 100%-იან გრანტს იმ­სა­ხუ­რებ­და.

ერთი წლის შემ­დეგ, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი შრო­მის, მოთ­მი­ნე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის და­უ­ღა­ლა­ვი რწმე­ნის შე­დე­გად, იქ ვარ, სა­დაც ოდეს­ღაც მხო­ლოდ ოც­ნე­ბად წარ­მო­მედ­გი­ნა. დღეს ჩემი მიღ­წე­ვაა - მსოფ­ლი­ოს 8 უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მათ შო­რის Vrije Universiteit Brussel, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად მახ­სე­ნებს იმ ოც­ნე­ბას, რო­მე­ლიც ერთ დროს მი­უწ­ვდო­მე­ლი მე­გო­ნა, რად­გან ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლიც "თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია".

რა ვის­წავ­ლე: ოც­ნე­ბა არ არის უბ­რა­ლოდ სი­ტყვა - ოც­ნე­ბა არის ძალა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას გარ­დაქ­მნის.

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას! თქვე­ნი სით­ბო და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი ჩემ­თვის უდი­დე­სი ძა­ლაა. თი­თო­ე­უ­ლი კო­მენ­ტა­რი და მე­სი­ჯი მაძ­ლევს ენერ­გი­ას, კი­დევ უფრო მეტი მონ­დო­მე­ბით ვიბ­რძო­ლო ჩემი მიზ­ნე­ბის­თვის.

(ჩემს არ­ჩე­ვანს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­გი­ზი­ა­რებთ)" - წერს ქე­თე­ვან სურ­მა­ვა.