კარის გაღება - რჩევები და ხშირად დაშვებული შეცდომები ჩაკეტილი კარის გასაღებად
ჩაკეტილი კარის გასაღებად რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი და რჩევა არსებობს. ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ ჩაკეტილი კარი მარტივად და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გააღოთ.
რატომ არის კარის სწორად მონტაჟი მნიშვნელოვანი ?
ერთი შეხედვით მარტივი პროცესი, როგორცაა კარის დამონტაჟება, ხშირად იმაზე მეტ ყურადღებას და დაკვირვებას მოითხოვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. არასწორად დამონტაჟებულმა კარის ჩარჩომ, საკეტმა ან კარების სხვა დეტალებმა შესაძლოა, მომავალში მისი გაჭედვა ან ჩაკეტვა გამოიწვიოს, რაც არასასიამოვნო პროცესია. გიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს, რაც კარის სწორად დამონტაჟებაში დაგეხმარებათ.
1. ზუსტი გაზომვის არარსებობა - გაითვალისწინეთ, რომ ზომები ნებისმიერი კარის მონტაჟის პროექტისთვის მთავარი ფაქტორია. კარები, რომელიც იდეალურად არ ერგება მის ჩარჩოს შეიძლება მარტივად დაზიანდეს, გაუჩნდეს ნაპრალები და გართულდეს კარის გაღება ან დახურვა. სწორედ ამიტომ, კარის ჩარჩოს სიგანე, სიმაღლე და სიღრმე ყოველთვის ფრთხილად გაზომეთ. გამოიყენეთ ხარისხიანი საზომი ლენტი და შეამოწმეთ თქვენი ზომები სამ წერტილში: ზედა, შუა და ქვედა. ჭრის გაკეთებამდე ორჯერ გაზომეთ ყველა დეტალი და არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი დეტალის ზომის გათვალისწინება, რამაც შეიძლება ზომები შეცვალოს და გაზარდოს.
2. არ ხდება კარის გასწორება - არათანაბრად დამონტაჟებული კარები არასდროს იმუშავებს სწორად. ოდნავ უსწორმასწორო კარმაც კი შეიძლება გამოიწვიოს მისი გაღების ან დახურვის გართულება. ამიტომ, მონტაჟის თითოეულ ეტაპზე გამოიყენეთ გასწორების ხელსაწყო, განსაკუთრებით ჩარჩოს განლაგებისა და საკინძების მიმაგრებისას. დაიწყეთ ქვედა რაფის გასწორებით, შემდეგ დარწმუნდით, რომ გვერდები და ზედა ნაწილებიც გასწორებულია.
3. გარე კარებისთვის ამინდისგან დამცავი საშუალებების უგულებელყოფა - ნებისმიერი გარე კარისთვის აუცილებელია ამინდისგან დაცვა. დამცავის გარეშე, შეიძლება კარის ღიობში მარტივად შეაღწიოს ქარმა, წვიმამ და მავნებლებმაც კი, რამაც შეიძლება გაზარდოს თქვენი ხარჯები და საფრთხე შეუქმნას კარის გამძლეობას. ამიტომ, გარე კარისთვის გამოიყენეთ ჰერმეტული ზოლები გვერდებსა და ზედა ნაწილში. მონტაჟის შემდეგ შეამოწმეთ ნებისმიერი ხარვეზი და დალუქეთ ისინი მაღალი ხარისხის ჰერმეტული საშუალებებით.
ეს რჩევები დაგეხმარებათ სწორად მოახდინოთ თქვენთვის სასურველი კარების შერჩევა, დამონტაჟება და დიდი ხნის განმავლობაში პირვანდელი სახით შენარჩუნება.
როგორ ხდება კარის ჩაკეტვა ?
ხშირად კარის ჩაკეტვა სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის რამდენიმე ხშირად გავრცელებულია:
● საკეტის მექანიზმის დაზიანება ან ცვეთა - საკეტის შიდა მექანიზმი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ცვდება. ჩაჭედილი საკეტის მექანიზმი ხშირად იწვევს კარის სრულად ჩაკეტვას. ეს ხშირია, განსაკუთრებით ძველ საკეტებში ან ისეთებში, რომლებსაც არ იყენებთ ხშირად.
● გარემო პირობების ზემოქმედება, სიცივე ან ტენიანობა - გარემო პირობები ხშირად ზემოქმედებენ კარების საკეტზე. ზამთარში საკეტი შეიძლება გაიყინოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარი გარე საფარველით დაცული არაა და მარტივად აღწევს ნალექი მასზე. სიცივეში მეტალი იშლება და საკეტის მექანიზმი შეიძლება გაიჭედოს. ასევე, ტენიანობა შეიძლება შეიწოვოს კარის შიგნითა ნაწილმა, რაც გავლენას ახდენს ჩარჩოს და საკეტის ხახუნზე.
● გასაღების დაზიანება ან არასწორი გასაღების გამოყენება - ნახევრად გატეხილი გასაღები შეიძლება "ჩაიჭედოს" საკეტში და ვეღარ მოხდეს მისი ამოღება. ასევე, ხშირად ადამიანები შეცდომით ცდილობენ სხვა კარის გასაღების გამოყენებას, რაც საკეტის დაზიანებას და საბოლოოდ კარების სრულად ჩაკეტვას იწვევს.
● კარის ჩამკეტის გაჭედვა - კარის ჩამკეტის ელემენტი (ე.წ. ენა), რომელიც კარი დახურვისას "ჩავარდება", შეიძლება გაიჭედოს, გაფუჭდეს ან ზამბარამ მუშაობა შეწყვიტოს. ასეთ დროს კარი შეიძლება ვერც შიგნიდან და ვერც გარედან ვერ გააღოთ.
● კარის გაჯახუნება - იმ შემთხვევაში, როცა კარი ძლიერად ჯახუნდება, შეიძლება ჩამკეტი თავისით ჩავარდეს და კარი ჩაიკეტოს. ეს ხშირია ოფისებში ან ბინებში, სადაც კარი ავტომატურად იკეტება.
● უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობა - ელექტრონული ან კოდური საკეტების შემთხვევაში, ჩაკეტვა შეიძლება გამოიწვიოს: სისტემის გათიშვამ, არასწორი კოდის მრავალჯერ შეყვანამ და სხვა. ზოგიერთი საკეტი ავტომატურად ბლოკავს საკეტს უსაფრთხოების მიზნით.
● არასწორად დამონტაჟებული კარი ან საკეტი - თუ კარის დაყენებისას არ იყო გათვალისწინებული სწორი სიმაღლე, დახრა ან საკეტის პარალელურობა, ის დროთა განმავლობაში მექანიკურად იჭედება. ასეთი კარი ყველაზე ხშირად ფუჭდება გამოყენებიდან რამდენიმე თვეში.
რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები კარის გაღებისას?
ხშირად ჩაკეტილი კარის გაღებას ადამიანები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ. უმეტესად იყენებენ არასწორ და პირიქით, დამაზიანებელ მიდგომებს, რაც ართულებს კარის საერთოდ გაღებას და საჭირო ხდება საკეტის სრულად ამოღება, ახლის ჩასმა ან კარის ჩამოხსნა. განვიხილოთ ხშირად დაშვებული შეცდომები კარის გაღებისას.
ძალის გადაჭარბებული გამოყენება - ყველაზე გავრცელებული შეცდომაა გასაღების „ძლიერი ძალით მობრუნება“, რაც საკეტის შიგნით მექანიზმს აზიანებს. შედეგად, გასაღებიც ტყდება და საკეტიც საჭიროებს გამოცვლას.
არასწორი ინსტრუმენტების გამოყენება - ბარათით ან ლითონის ნივთით კარის გაღება ხშირად იწვევს კარის და საკეტის დაზიანებას. ეს მეთოდი მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში და დიდი სიფრთხილით შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ სპეციალისტმა.
ცუდი ამინდის იგნორირება - ზამთარში ყინვის დროს საკეტი შეიძლება გაიყინოს. ასეთ დროს არასდროს სცადოთ ცხელი წყლის გამოყენება და კარების საკეტის გალღობა. გამოიყენეთ სპეციალური ზეთოვანი ან გამათბობელი საშუალებები.
გასაღების დაკარგვის შემდეგ კარის გატეხა - ბევრს ჰგონია, რომ მარტივად შეძლებს კარის გატეხას, მაგრამ შედეგად ვიღებთ ზედმეტ ხარჯებს და ხანდახან მთელი კარის ჩანაცვლებას.
როგორ გავაღოთ ჩაკეტილი კარები მარტივად ?
იმისთვის, რომ ჩაკეტილი კარი, სწორად და მარტივად გააღოთ, გაეცანით არსებულ რეკომენდაციებს, რომელიც დაგეხმარებათ ჩაკეტილი კარების სწორად გაღებაში.
გამოიყენეთ სწორი გასაღები - ხშირად, ადამიანები ცდილობენ ზედმეტი ძალით გააღონ კარი, რაც საბოლოოდ საკეტის დაზიანებას იწვევს. საკეტი თუ ჭედავს, ნუ დაატანთ მის გასაღებად საკეტს ზედმეტ ძალას, სცადეთ მსუბუქად ამოძრაოთ ის ან გამოიყენოთ ზეთოვანი საშუალებები, რათა მარტივად მოხდეს კარების “ენის” მოძრაობა და მისი გაღება.
გადაამოწმეთ საკეტის მდგომარეობა წინასწარ - თუ იცით, რომ კარის საკეტი ძველია ან ჭედავს, უმჯობესია, წინასწარ შეცვალოთ სპეციალისტის დახმარებით. პრობლემის იგნორირება ხშირად კარის სრულად ჩაკეტვას გულისხმობს, რაც მიგიყვანთ არასასურველ შედეგამდე.
ყურადღება მიაქციეთ ელექტრონულ საკეტებს - კოდური ან ბიომეტრიული საკეტის შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ საკეტის ელემენტის დონე ან სისტემის გამართულობა. ყოველთვის იქონიეთ სარეზერვო მეთოდი ან ხელით გასაღები.
მიმართეთ პროფესიონალებს - თუ კარი სრულად ჩაიკეტა და ვერ ხსნით, უმჯობესია გამოიძახოთ კარის ხელოსანი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია და კარგად იცის სხვადასხვა ჩამკეტი მექანიზმის გახსნის მეთოდები. ეს სერვისი ბევრად იაფია, ვიდრე ახალი კარის ან საკეტის შეცვლა.
ვინ არის კარის ხელოსანი და რისი გაკეთება შეუძლია მას ?
კარის ხელოსანი ახდენს, როგორც ფიზიკურად ჩაკეტილი კარის გაღებას, ისე საკეტის შეკეთებას ან მთლიანად გამოცვლას. ბევრი თანამედროვე ბინა აღჭურვილია მაღალი ხარისხის დაცვის მქონე საკეტებით, რომლებიც სპეციალური ცოდნისა და ინსტრუმენტების გარეშე ვერ იხსნება. ამიტომ ასეთი სერვისისთვის სპეციალიზებული, გამოცდილი ხელოსნის გამოძახება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
კარის ხელოსანი გამოძახებით ხელმისაწვდომია თითქმის ყველა უბანში და ხშირად მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მნიშვნელოვანია, რომ ხელოსანი სწრაფად რეაგირებდეს და უზრუნველყოს უსაფრთხო და სანდო მომსახურება. ხშირად მომხმარებლებს სწორედ ღამით ან არასამუშაო საათებში ესაჭიროებათ დახმარება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ სერვისის მნიშვნელობას. კარის ხელოსანი გამოძახებით ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ბინაში მცირეწლოვანი ბავშვია, მოხუცი ადამიანი ან აუცილებელია სწრაფი შესვლა სხვა მნიშვნელოვან მიზეზთა გამო.
კიდევ რა სერვისებს გთავაზობთ კარის ხელოსანი?
კარის ხელოსანი მრავალფეროვან სერვისებს და მომსახურებას გთავაზობთ რომელიც მოიცავს არაერთ სამუშაოს, მათ შორის :
● ჩაკეტილი კარის გაღება ყოველგვარი დაზიანების გარეშე;
● ახალი საკეტის დაყენება ან ძველი საკეტის შეცვლა;
● გასაღების გარეშე საკეტების ან კოდური საკეტის სისტემების გაღება;
● საკეტის გახსნა ან მექანიზმის აღდგენა სპეციალური იარაღით;
● დალუქული კარის უსაფრთხო გახსნა ცეცხლგამძლე ან რკინის კარის შემთხვევაში;
● შიდა თუ გარე კარის საკეტების აღდგენა;
გარდა საკეტის მიმართულებისა, ბევრი ხელოსანი მომხმარებლებს სთავაზობს კარის დამზადებას და მონტაჟს, იქნება ეს ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ხის კარი, MDF მოდელები შიდა ოთახებისთვის, თუ მეტალის ან გამაგრებული კარი სახლებისა და კომერციული სივრცეებისთვის.
(R)