"მას შემდეგ, რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა აღარავის მეშინია... დამნაშავეს 5 წელი მოაკლეს პატიმრობის" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც 5 წლის წინ შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა | Allnews.Ge

"მას შემდეგ, რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა აღარავის მეშინია... დამნაშავეს 5 წელი მოაკლეს პატიმრობის" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც 5 წლის წინ შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა

2020 წლის ივ­ნის­ში, თბი­ლი­სის ერთ უბან­ში, რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სევა შა­მო­ი­ა­ნი ცო­ცხლად იწო­და - მა­მა­კა­ცი კი, რო­მელ­მაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ასე გა­ი­მე­ტა, უყუ­რებ­და და არა­ფერს აკე­თებ­და. უმ­ძი­მეს შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ტე­ლე­ფო­ნით მუ­ქა­რე­ბი, შე­უ­რა­ცხყო­ფა. ის, რაც იმ დღეს მოხ­და, არა მხო­ლოდ სევა შა­მო­ი­ა­ნის, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის იყო შოკი.

სე­ვამ გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ის დღემ­დე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის, ამ­ჯე­რად საფ­რან­გეთ­ში. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­სრულ­და, დამ­ნა­შა­ვეს 17 წელი მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მუხ­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და სას­ჯელს 5 წელი მო­აკ­ლო.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი შალ­ვა გო­გო­ლა­ძე, ახლა ცი­ხე­ში სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით ზის.

სევა კი თა­ვის ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს: უკვე არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნის­თვის, არა­მედ იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყოს. თე­რა­პი­ას საფ­რან­გეთ­ში გა­დის. სა­უბ­რი­სას ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებს, მაგ­რამ გვიყ­ვე­ბა თა­ვის ახ­ლან­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე და ნა­ნობს, რომ მას­ზე ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან პო­ლი­ცი­ას არ მი­მარ­თა

- სევა, ახლა რო­გორ ხარ, რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა?

- საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობ მე­სა­მე წე­ლია. დღემ­დე გავ­დი­ვარ თე­რა­პი­ებს, მა­სა­ჟებს. სრულ­ყო­ფი­ლად, რო­გორც ადრე, ვე­ღარ ვცხოვ­რობ, ფე­ხე­ბის გამო. არ შე­მიძ­ლია დიდ­ხანს სი­ა­რუ­ლი, დიდ­ხანს ჯდო­მა, წოლა, სულ უნდა ვიც­ვა­ლო პო­ზე­ბი. ეს ფი­ზი­კუ­რი და რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ და მო­რა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ძა­ლი­ან რთუ­ლად ვარ.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა იმ ტრა­გი­კულ დღემ­დე, რა ოც­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მა­შინ­დელ სე­ვას?

- ორ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი, სას­ტუმ­რო­ში მე­ნე­ჯე­რად და მე­ი­ქაფ არ­ტის­ტად.

whatsapp-image-2025-08-14-at-183628-7755989a-38099-1755243675.jpg

- რო­გორ გა­ი­ცა­ნით დამ­ნა­შა­ვე?

- შემ­თხვე­ვით, წვე­უ­ლე­ბა­ზე. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღემ­დე რვა-ცხრა თვით ადრე.

- ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან იყო და­სა­წყის­ში რა­ი­მე ნიშ­ნე­ბი, რომ მა­შინ­ვე უნდა მო­გე­შო­რე­ბი­ნათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან?

- დიახ, ნიშ­ნე­ბი იყო, რო­დე­საც მე­მუქ­რე­ბო­და, რა­საც სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვი­ღებ­დი, უბ­რა­ლოდ ვბლო­კავ­დი. ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მაა იყო, რომ თა­ვი­დან­ვე არ მქონ­და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა. რთუ­ლია ამ ადა­მი­ან­ზე ჩემ­თვის სა­უ­ბა­რი, არ მინ­და, რომ დე­ტა­ლებ­ში ჩა­ვი­დე. მე­უბ­ნე­ბო­და მოგ­კლავ... ერ­თად არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მუ­ქა­რა რომ და­მი­წყო ჩემი ბრა­ლია თა­ვი­დან­ვე არ მო­ვახ­დი­ნე რე­ა­გი­რე­ბა. არ მე­გო­ნა, რომ უმი­ზე­ზოდ შე­ეძ­ლო ასე გა­ე­წი­რა ადა­მი­ა­ნი.

- რას გუ­ლის­ხმობთ, მუ­ქა­რე­ბის შე­სა­ხებ თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის გეთ­ქვათ თუ პო­ლი­ცია ჩა­გე­ყე­ნე­ბი­ნათ საქ­მის კურ­სში?

- პო­ლი­ცი­ის­თვის უნდა მი­მე­მარ­თა, რად­გან ხან­და­ხან ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ვერ გიშ­ვე­ლი­ან. მე ზუს­ტად ასე ვი­ყა­ვი. იმ დროს ჩემი დაც სახ­ლში იყო, მაგ­რამ რო­გორ უნდა ეშ­ვე­ლა, ამ დროს პო­ლი­ცი­ას უნდა მი­მარ­თო.

- ბოლო დღე­ებ­ში გქონ­დათ რა­ი­მე წი­ნათ­გრძნო­ბა, ცუ­დის მო­ლო­დი­ნი?

- შე­იძ­ლე­ბა ახლა მის­ტი­კუ­რად ჟღერ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ გარ­დაც­ვლი­ლი ბიძა და­მე­სიზ­მრა, ჩემი წაყ­ვა­ნა უნ­დო­და. ხელი ვკა­რი და სწრა­ფად გა­ვი­ქე­ცი, ზუს­ტად ასე ვი­ყა­ვი იმ დღეს, ცე­ცხლშიც, მსგავ­სი გან­ცდე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ეს ნი­შა­ნიც იყო, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ვე­რა­სო­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ყო­ვე­ლი წამი მახ­სოვს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე მო­რა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი. სა­ში­ნე­ლე­ბაა, ამას ვერ აღვწერ. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, რომ ვინ­მემ იგი­ვე გა­ნი­ცა­დოს. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ადა­მი­ანს, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის მი­მართ ასე­თი სი­სას­ტი­კის ჩა­დე­ნა შე­ეძ­ლო.

- სევა, ფაქ­ტობ­რი­ვად სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩით, რამ გიშ­ვე­ლათ რე­ა­ლუ­რად, უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღეთ...

- ძა­ლი­ან დიდი ომი გა­ვი­ა­რე. რა თქმა უნდა, ეს ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან რომ გა­მომ­წე­რეს, ჯერ კი­დევ ვერ დავ­დი­ო­დი. ჩემი სამ­სა­ხუ­რი იყო ის, რომ სა­კუ­თა­რი თავი ფეხ­ზე უნდა და­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, დიდი ხანი ვიბ­რძო­დი, ვფიქ­რობ­დი, ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდა. ერთ დღე­საც გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი და გა­დავ­წყვი­ტე, რომ უნდა ვცა­დო. დედა 24 სა­ა­თი ჩემს გვერ­დით იყო. მე­გობ­რე­ბიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მა­კი­თხავ­დნენ, მარ­თობ­დნენ. ფონ­დი გახ­სნეს და ფი­ნან­სუ­რად და­მეხ­მარ­ნენ. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მედ­გა მხარ­ში. იხილეთ სრულად