მავნეა თუ არა ცხარე საკვები ჯანმრთელობისთვის და რამდენად უწყობს ის ხელს წონის კლებას? | Allnews.Ge

მავნეა თუ არა ცხარე საკვები ჯანმრთელობისთვის და რამდენად უწყობს ის ხელს წონის კლებას?

არსებობს გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ცხარე საკვები ჯანმრთელობისთვის მავნეა. მართლა ასეა?

ცხარე საკვების სარგებლის შესახებცხარე საკვები ყველასთვის არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ საჭმლის მონელების პრობლემები არ გაქვთ, შეგიძლიათ ზომიერად მიირთვათ და ისარგებლოთ კიდეც. ბევრი ცხარე საკვები მდიდარია საკვები ნივთიერებებით და აქვს მრავალი სასარგებლო თვისება.

მაგალითად, ჩილი წიწაკა ვიტამინების E, A, B6, K, ასევე რკინისა და ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა. ხოლო სანელებლებს, როგორიცაა ჩილი, კურკუმა, კაიენის წიწაკა და შავი წიწაკა, აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ჩილი წიწაკის მრავალი სახეობა ასევე შეიცავს ნაერთს, რომელსაც კაპსაიცინი ეწოდება, რომელსაც, სხვა სარგებელთან ერთად, შეუძლია ანთების და ტკივილის შემცირება. კაპსაიცინი ასევე ხელს უწყობს გულის დაავადებების რისკის შემცირებას არტერიული წნევის რეგულირებით და ქოლესტერინის დაწევით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უფრო ჯანმრთელი გახდებით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი კვების რაციონი მდიდარია სანელებლებით. ცხარე საკვები კარგია სხვა საკვებთან ერთად: ბოსტნეული, ხილი და ა.შ. - ზოგადად, ბალანსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შეუძლია თუ არა ცხარე საკვებს წონის დაკლებაში დახმარება?

90 სხვადასხვა კვლევის ანალიზის თანახმად, რომლებიც იკვლევდნენ კაპსაიცინის როლს წონის კონტროლში, ცხარე საკვები ამცირებს მადას და ზრდის ენერგიის ხარჯვას.

მაგრამ უმჯობესია, ამ მხრივ ზედმეტად არ დავეყრდნოთ ცხარე საკვებს. წონაში ვიკლებთ, როდესაც დღიური კალორიების დეფიციტი გვაქვს - და ის თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. იხილეთ სრულად