რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელიას პსჟ უეფა-ს სუპერ თასის მოგების შემთხვევაში
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, ვისაც უეფა-ს სუპერ თასის მოგების შანსი ექნება.
ქართველი შემტევის პსჟ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, სატიტულო შეხვედრაში ევროპა ლიგის ჩემპიონ „ტოტენჰემს“ შეხვდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა თანხის გამომუშავება შეუძლიათ გუნდებს სუპერ თასზე უბრალოდ მონაწილეობითა და გამარჯვებით.
უეფა-ს მიერ მატჩისთვის გამოყოფილი სრული საპრიზო ფონდი 9 მლნ ევროა, რომლიდანაც 5 მლნ ევროს გამარჯვებული მიიღებს, დანარჩენ 4 მლნ ევროს კი - დამარცხებული.
ცნობისთვის, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის უეფა-სგან ჯამური საპრიზო ფონდის სახით 120 მლნ ევროზე მეტი მიიღო.
ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა, კახა კალაძის შემდეგ, მე-2 ქართველი გახდეს, ვინც უეფა-ს სუპერ თასის ტიტულს მოიგებს.