"თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი კახა კალაძე კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს" - რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი | Allnews.Ge

"თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი კახა კალაძე კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს" - რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი

"ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნა­ძა­ლა­დევ­ში ვა­გონ­შემ­კე­თე­ბე­ლი ყო­ფი­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 51 კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა ად­გილ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ეს სივ­რცე მე­რი­ას გა­მო­ეს­ყი­და და რეკ­რე­ა­ცი­ულ-მწვა­ნე ზო­ნად ექ­ცია, „კი­დევ ერთ ურ­ბა­ნულ კოშ­მარს უმ­ზა­დებს დე­და­ქა­ლაქს“. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, „კახა კა­ლა­ძე არის ყვე­ლა­ზე მექ­რთა­მე მერი, რაც კი თბი­ლისს თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყო­ლია“."თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მექ­რთა­მე, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მერი კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ მე­რია, კი­დევ ერთ ურ­ბა­ნულ კოშ­მარს უმ­ზა­დებს ამ ქა­ლაქს. ჩვენ ახლა ვართ ნა­ძა­ლა­დევ­ში, ვა­გონ­შემ­კე­თე­ბე­ლი ყო­ფი­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს ქარ­ხა­ნა არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ქა­ლა­ქის უშუ­ა­ლო შუ­ა­გულ­ში არის მოქ­ცე­უ­ლი. ქა­ლა­ქის ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტი­ო­სა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნე­ბის­მი­ერ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქა­ლაქ­ში ცდი­ლობს, რომ ასე­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ქა­ლა­ქის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს, აა­შე­ნოს პარ­კე­ბი, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი, სკვე­რე­ბი, სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი, სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, იყოს მშე­ნებ­ლო­ბაც, მაგ­რამ ძა­ლი­ან მი­ზე­რუ­ლი. ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცოტა დარ­ჩა თბი­ლი­სის შუ­ა­გულ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხალ­ხის და ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. რას აკე­თებს კა­ლა­ძე?“ - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

რო­გორც ელი­საშ­ვი­ლი აცხა­დებს, ნინო წი­ლო­სან­თან ერ­თად ერ­თად მო­წი­ლე იყო „იმე­დის“ მფლო­ბე­ლი, ირაკ­ლი რუ­ხა­ძე, რომ­ლებ­მაც შემ­დეგ ეს ტე­რი­ტო­რია გა­ყი­დეს.

„ვინ იყიდ­და თუ არა კა­ლა­ძის „მარ­ჯვე­ნა ხელი“, მისი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის შე­მოქ­მე­დი და ბუ­ღალ­ტე­რი, ილია წუ­ლა­ია. აქაც აპი­რე­ბენ აა­შე­ნონ 51 კორ­პუ­სი. 15- სარ­თუ­ლი­ან­ზე ნაკ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბა არ­ცერ­თი, ეს გეგ­მა შე­ი­თან­ხმეს აპ­რილ­ში. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს მფარ­ვე­ლობს კა­ლა­ძე. ყვე­ლა­ზე მექ­რთა­მე მერი, რაც კი თბი­ლისს თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყო­ლია“,-გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.