"შოკს თუ რამე დამმართებდა ოდესმე აღარ მეგონა, მაგრამ..." - რამ აღაშფოთა ნინო ჯანგირაშვილი?
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ინფლუენსერ, სალომე გოგიაშვილის მიერ ლიკა შენეგლიას მისამართით განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და შემდეგ პანიკური შეტევების მქონე შვილის ვიდეოს საჯაროდ გამოფენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ძალიან ვაიგნორე ჩაქუჩების ამბავი, მაგრამ ვერსად დავემალე. სულ მკიდია სხვისი დრამები, მაგრამ ერთმა აღმოჩენამ დამცა: ქოცურ წმინდა ოჯახებში როგორც ჩანს მოსულა ბავშვს რომ პანიკური შეტევა დაეწყება დედამ ვიდეო გადაუღოს და ონლაინ დადოს. შოკს თუ რამე დამმართებდა ოდესმე აღარ მეგონა, მაგრამ ვაღიარებ, დამემართა. შეეშვით ხალხო მაგათ, გაანებეთ თავი, ნუღარ განიხილავთ, თორემ რამე უარესს დაიმართებენ."- წერს ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ლიკა შენეგლიამ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი განათავსა, სადაც ის ინფლუენსერ სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს. ქალის მტკიცებით გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. შენგელიას თქმით, მისთვის მიყენებული დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ მან გონებაც კი დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ საქმეზე.
ცნობისთვის, სალომე გოგიაშვილმა ე.წ. "ჩაქუჩის სკანდალზე" პირველი კომენტარი გააკეთა. გოგიაშვილი ირწმუნება, რომ ლიკა შენეგლიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბრალდებები ცილისწამებაა.