"თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ცხვირი შემიშუპდა და კეხი გაიზარდა" - ქეთა თოფურიამ კიდევ ერთხელ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია? რას ამბობს მომღერალი პლასტიკურ ჩარევებზე | Allnews.Ge

"თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ცხვირი შემიშუპდა და კეხი გაიზარდა" - ქეთა თოფურიამ კიდევ ერთხელ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია? რას ამბობს მომღერალი პლასტიკურ ჩარევებზე

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ქეთა თო­ფუ­რი­ამ ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. დის­კუ­სია მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 38 წლის მომ­ღე­რალ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ახა­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფო­ტო­ზე თო­ფუ­რი­ას სახე ახლო ხე­დით არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

მარ­თა­ლია, თა­ვად ქეთა ფო­ტო­ზე არა­ფერს წერს, თუმ­ცა ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ მომ­ღე­რალ­მა კი­დევ ერთხელ გა­ი­კე­თა პლას­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვა:"ვინ­მეს შე­უძ­ლია ქი­რურ­გის სა­ხე­ლი მი­თხრას? შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გია“, "ლა­მა­ზი ცხვი­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ“, "ჩემი აზ­რით, ადრე უკე­თე­სი ცხვი­რი ჰქონ­და“, "ეს ცხვი­რი ახლა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია“, - წე­რენ მომ­ღერ­ლის ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

ბოლო თვე­ე­ბია, რაც ქეთა თო­ფუ­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ­ზე წერ­დნენ, რომ ორ­სუ­ლად იყო. თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მე­ო­თხე შვი­ლის გა­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მან უარ­ყო.

ქეთი თო­ფუ­რი­ას სამი შვი­ლი ჰყავს: 10 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია პირ­ვე­ლი ქმრის­გან, ლევ გე­იხ­მა­ნის­გან, ასე­ვე ოთხი წლის ვაჟი ადა­მი და ერთი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­კო­ლი, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლის­გან, ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და პო­ლი­ტი­კო­სის­გან, ლევ ძენ­გო­ვის­გან. ისი­ნი 2020 წელს და­ქორ­წინ­დნენ.

პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი:რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ქე­თამ რუ­სულ მე­დი­ას­თან პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. იხილეთ სრულად