"განსაკუთრებით არასწორია წლის გაყინვა ამ ბოთლებით..." - რა უნდა იცოდეთ სიცხეში წყლის შენახვაზე: ინფექციონისტის რჩევა | Allnews.Ge

"განსაკუთრებით არასწორია წლის გაყინვა ამ ბოთლებით..." - რა უნდა იცოდეთ სიცხეში წყლის შენახვაზე: ინფექციონისტის რჩევა

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩევს, რომ მა­ცი­ვარ­ში წყა­ლი არა პლასტმა­სის, არა­მედ თავ­და­ხუ­რუ­ლი შუ­შის ჭურ­ჭლით შე­ი­ნა­ხონ.

ამ თე­მა­ზე ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"სი­ცხე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ინა­ხა­ვენ წყალს მა­ცი­ვარ­ში. ზოგ­ჯერ ყი­ნა­ვენ კი­დეც. სა­სურ­ვე­ლი არ არის წყა­ლი მა­ცი­ვარ­ში შე­ვი­ნა­ხოთ იმ პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ერთჯე­რა­დი ხმა­რე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი (წყლის, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ბოთ­ლე­ბი), გან­სა­კუთ­რე­ბით არას­წო­რია წლის გა­ყინ­ვა ამ ბოთ­ლე­ბით.

პლასტმა­სის ერთჯე­რა­დი ბოთ­ლე­ბის მავ­ნებ­ლო­ბა გარ­და ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა იმი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ მათი ბო­ლომ­დე კარ­გად გა­რე­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ნაპ­რა­ლებ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის დარ­ჩე­ნის და გამ­რავ­ლე­ბის რის­კია.

პლასტმა­სის ბოთ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ზი­ან­დე­ბა გა­ყინ­ვი­სას.

აქვე სი­ტყვამ მო­ი­ტა­ნა და არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო ის სა­ში­ნე­ლი პრაქ­ტი­კა, რა­საც ამ სი­ცხე­ში ხში­რად ვხე­დავთ - მზის გულ­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი წყლის და გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ბოთ­ლე­ბი.

ისევ წყლის გა­ცი­ვე­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლია მა­ცი­ვარ­ში წყლის შე­ნახ­ვა შუ­შის ბოთ­ლე­ბით, ან სხვა თავ­და­ხუ­რუ­ლი შუ­შის ჭურ­ჭლით", - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.