"მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები სოციალურად დაუცველები არიან... აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მის შვილებს, ქონებიდან ჩემი წილი ვაჩუქე" - ხათუნა მიქაცაძე | Allnews.Ge

"მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები სოციალურად დაუცველები არიან... აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მის შვილებს, ქონებიდან ჩემი წილი ვაჩუქე" - ხათუნა მიქაცაძე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ვე­ტე­რა­ნი მო­ჭი­და­ვის ყო­ფილ­მა ცოლ­მა ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ გა­და­ცე­მა “რე­აქ­ცი­ა­ში“, ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ვი­თა­რე­ბის ასე შე­მობ­რუ­ნე­ბა.

“სირ­ცხვი­ლი არ არის, რომ ძა­ლა­დო­ბა­ზე ისა­უბ­რო. სირ­ცხვი­ლი არის იყო მო­ძა­ლა­დე. ეს ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი ეს სი­ტყვე­ბი იქ­ნე­ბა და­სა­წყი­სი, რომ ყვე­ლა ძა­ლა­დო­ბის ქვეშ მყოფ­მა ქალ­მა დაძ­ლი­ოს შიში და ეს შიში აქ­ცი­ოს სა­კუ­თარ ძა­ლად...“ - აღ­ნიშ­ნა მი­ქა­ცა­ძემ სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ შვი­ლებს მისი ქო­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი აჩუ­ქა, რად­გან მათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი არ ჰქონ­დათ.“ვიცი, რომ მას შე­ე­ფარ­და წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან მი­ჭირს და ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩემ­თვის ამი­სი მოს­მე­ნა. წლე­ბია ვიც­ნობ­დი მის მშო­ბელ დე­დას, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. დღემ­დე ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მის დას­თან რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ერ­თგვა­რი და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა მაქვს რომ ისი­ნი დღეს ნერ­ვი­უ­ლო­ბენ და მაქვს გან­ცდა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ჩემს გამო. წლე­ბის წინ სწო­რედ ამი­ტომ არ ვამ­ბობ­დი არა­ფერს...

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი, შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩემ­პი­ო­ნი ელ­და­რის, მისი შვი­ლე­ბის­თვის შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, ღირ­სე­უ­ლი მა­მის სა­ხე­ლი, რომ­ლი­საც არ შერ­ცხვე­ბო­დათ. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ელ­და­რი სა­უბ­რობს, რომ ჰყავს ერთი მე­უღ­ლე, რო­მელ­საც და­შორ­და და მე­ო­რე მე ვარ - სრუ­ლი სიც­რუ­ეა.

მამა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­შიც კი არ აღი­ა­რებს სა­კუ­თარ ორ შვილს, ან­გე­ლო­ზე­ბი­ვით ბავ­შვებს, ეს კი­დევ ერ­თგვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი გახ­და ჩემ­თვის კი­დევ, რომ მას­ზე მე­სა­უბ­რა ხმა­მაღ­ლა. ის არ სა­უბ­რობს შვი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც დღეს არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი. ყვე­ლა სი­ტყვა­ში ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძე სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ მე წა­ვარ­თვი მას რა­ღაც, რო­მე­ლიც მისი შვი­ლე­ბი­საა.

მე სულ აგ­რე­სი­უ­ლი და მო­ძა­ლა­დე ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძე მახ­სოვს, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რო­დე­საც ელ­და­რის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ შვი­ლებს, ჩემი წილი ქო­ნე­ბი­დან ვა­ჩუ­ქე მათ, ბორ­ჯომ­ში. რო­დე­საც ელ­დარ­მა ეს გა­ი­გო, მის­თვის ერ­თგვა­რი აგ­რე­სი­ის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

დიახ, ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძის შვი­ლე­ბი არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი.

არ შე­იძ­ლე­ბა არ ვახ­სე­ნო ერთი ფაქ­ტი, რო­დე­საც მათ­მა დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა ქე­თე­ვან­მა სა­სო­წარ­კვე­თის­გან მი­მარ­თა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. მი­მარ­თვის დღი­დან მე­ო­თხე დღეს კო­მი­სია მო­ვი­და, ად­გილ­ზე ნა­ხეს ბავ­შვე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა. მი­ლი­ო­ნე­რი ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძის შვი­ლე­ბი, 2016 წლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში არი­ან. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბიც გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ, რომ გა­ი­გეს ვისი შვი­ლე­ბი იყ­ვნენ“, - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ.