"ზოგჯერ გაკაჟების ნაცვლად ორგანიზმი ისტრესება და იმუნიტეტი უფრო ეცემა"- რომელია ბავშვის გაკაჟების ყველაზე სწორი გზა?
როცა ვირუსების გავრცელების სეზონია, ექიმები ხშირად გვახსენებენ, რომ ბავშვის ორგანიზმს გაკაჟება სჭირდება. ამიტომ ბევრი მშობელი ცდილობს, ბავშვს გამაკაჟებელი პროცედურები ჩაუტაროს. ამასთან დაკავშირებით არასწორ მიდგომებსაც ვხვდებით - ხშირ შემთხვევაში მშბლებს ან სეზონი ეშლებათ, ან ზედმეტად მკაცრ მეთოდებს ირჩევენ. შედეგად კი გაკაჟების ნაცვლად ხშირად ხშირ ავადობას, სტრესს და იმუნიტეტის დაქვეითებას ვიღებთ. გადავხედოთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებსაც თავიდანვე უნდა ავარიდოთ თავი.
შეცდომა №1: გაკაჟების დაწყება მაშინ, როცა ვირუსების სეზონი გვიახლოვდება
სინამდვილეში კი საუკეთესო დრო გაკაჟების დასაწყებად ზაფხული ან თბილი შემოდგომაა. სწორედ ამ პერიოდში ბავშვის ორგანიზმი ბევრად უკეთ "პასუხობს" გამაჯანსაღებელ პროცედურებს. სუფთა ჰაერი, მზის სხივები, ბუნებრივი მოძრაობა — ყველაფერი ხელს უწყობს იმუნიტეტის გამაგრებას. გარდა ამისა, სწავლის დაწყებისთანავე ბავშვი ხშირად ხვდება ინფექციურ გარემოში, ამიტომ უფრო კარგია, გაკაჟება მანამდე დაიწყოს და ორგანიზმი მომზადებული შეხვდეს ამ გამოწვევას.
შეცდომა №2: გაკაჟების პროცესი აქტიური უნდა იყოს
გაკაჟება არაა სწრაფი პროცესი. ბავშვს, რომელსაც დღემდე ყველა ნიავისგან ვიცავდით, ერთ დღეს უცებ ვერ ირბენს ბალახზე ფეხშიშველი ან ვერ გადაივლებს ცივ წყალს ისე, რომ ამან სარგებელი მოუტანოს. პირიქით, ასეთმა მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება უარესად გააციოს. უმჯობესია, ეტაპობრივად მივუდგეთ — ჯერ ოთახის გაგრილება, შემდეგ — მსუბუქი ტანსაცმელი, სეირნობა სუფთა ჰაერზე, შემდეგ — მზის და ჰაერის აბაზანები, და ბოლოს — წყლის პროცედურები.
შეცდომა №3: დედამ თვითონ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა გაკაჟდეს შვილი
გაკაჟება არ არის მხოლოდ ფიზიკური პროცესი — მნიშვნელოვანია ბავშვის განწყობა და მოტივაციაც. ნუ დაუწყებთ რადიკალურ ცვლილებებს ისე, რომ არაფერი აუხსენათ. მარტივად და გასაგებად განუმარტეთ, რომ ეს პროცესი დაეხმარება უფრო ჯანმრთელი იყოს და იშვიათად დაავადდეს, მაგრამ შედეგს მაშინვე არ უნდა ელოდოს. პატარებიც კი ხვდებიან, რა მოსწონთ და რა — არა. მაგალითად, შეიძლება არ სიამოვნებდეს ტანის სველი ხელსახოცით დაზელა, მაგრამ უხაროდეს გრილი შხაპი. დაკვირვება და ინდივიდუალურობაზე მორგება — აი, რითიც უნდა დავიწყოთ.
შეცდომა №4: საკმარისია რამდნეიმე სწორი პროცედურა — და ეგაა
გაკაჟება ერთჯერადი აქტივობა არაა. ეს კომპლექსური მიდგომაა: სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა, დღის რეჟიმი, სწორი კვება, სიხალისე და მოძრაობა — ეს ყველაფერი ერთმანეთთან უნდა იყოს შერწმული. ეფექტისთვის საჭიროა ცხოვრების სტილის ეტაპობრივი შეცვლა — და არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მშობლისაც.
შეცდომა №5: გაკაჟების მეთოდები უკვე კარგია და არაფერია დასამატებელი
მეთოდზე მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები. გაკაჟება ყველას ერთნაირად არ უხდება. ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის, მაგალითად, კონტასტური შხაპი შეიძლება ნერვული სისტემის ზედმეტად აგზნების წყაროდ იქცეს, მაშინ როცა მშვიდი და ნაკლებად აქტიური ბავშვებისთვის ეს შესაძლოა გამოსაფხიზლებელი და სასარგებლო პროცედურა იყოს. დაკვირვება და მოქნილი მიდგომა გადამწყვეტია.