2000-ევროიანი კაბა, ოქროსფერი გრანდიოზული ტორტი, მთვარე და ცნობილი სტუმრები - როგორ აღნიშნა მილიონერ თოშა ქებურიას ცოლმა დაბადების დღე
28 ივლისს, თბილისში, სასტუმრო "ამბასადორის“ ტერასა ოქროსფერ სამყაროდ გადაიქცა. მილიონერ ქებურიების რძალმა, ქეთი ჟღენტმა, 28 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა, სადაც უამრავი მეგობარი შეიკრიბა, მათ შორის მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია შვილთან, ელენე შელიასთან ერთად.

ქებურიების ოჯახის დღესასწაულებზე ქართველი შოუბიზნესისა და ვარსკვლავების ნახვა იშვიათობაა. ამას შესაძლოა, არაერთი მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის ის ჭორებიც, რაც წლების წინ წყვილის ქორწინებას მოჰყვა. ამბობდნენ, რომ თოშა ქებურიას სიძობაზე არაერთი ცნობილი ქართული ოჯახი ოცნებობდა, მასზე შეყვარებული იყვნენ შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც. თუმცა, ქებურიების ვაჟმა არჩევანი თავისზე ასაკით ბევრად უმცროს, ქეთი ჟღენტზე გააკეთა.

„ოქროს“ კაბის საიდუმლო
იუბილარმა ოქროს დაბადების დღეზე არჩევანი უმშვენიერეს კაბაზე შეაჩერა - "Phoenix Dress – Gold“ ბრიტანელი მოდის ექსპერტისა და ბუტიკების მფლობელის, ანი დობლის ბრენდის, Annie’s Collection-ის (Annie’s Ibiza) დიზაინითაა შექმნილი. იხილეთ სრულად