"64 წლის ასაკში გავთხოვდი, ბევრი ქალი მიწერდა, ამ ასაკში გათხოვება რა ჯანდაბად უნდოდაო... 8 წელია, მანქანას ვმართავ და ჯარიმა არ მომსვლია" - ლია ჩაკვეტაძის ისტორია | Allnews.Ge

"64 წლის ასაკში გავთხოვდი, ბევრი ქალი მიწერდა, ამ ასაკში გათხოვება რა ჯანდაბად უნდოდაო... 8 წელია, მანქანას ვმართავ და ჯარიმა არ მომსვლია" - ლია ჩაკვეტაძის ისტორია

"ესაა ბე­ბი­ა­ჩე­მი, რო­მე­ლიც და­ქორ­წინ­და 64 წლის ასაკ­ში და გა­და­ი­ხა­და თეთრ კა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი. 66 წლის ასაკ­ში აიღო მარ­თვის მოწ­მო­ბა. და­დის ფიტ­ნეს დარ­ბაზ­ში და კარგ ამინ­დებ­ში დარ­ბის პარკში, და­დის აუზ­ზე, ჰყავს გერ­მა­ნუ­ლი, მა­ღა­ლი კლა­სის, ვე­ლო­სი­პე­დი, იკ­ვე­ბე­ბა ჯან­სა­ღად... და დარ­დობს იმა­ზე, თმებს, წარ­ბებს თუ ბო­ტოქსს რო­მელ სა­ლონ­ში უკეთ აკე­თე­ბენ.. ამ­ბობს, ადა­მი­ა­ნი მა­შინ ბერ­დე­ბა, როცა აღარ მოძ­რა­ობ­სო და არ მოძ­რა­ო­ბენ მარ­ტო მკვდრე­ბი" - ეს პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფსი­ქო­ლოგ­მა გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ ბა­ბუ­ას დის - ლია ჩაკ­ვე­ტა­ძის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ათი ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა და კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა..

ქალ­ბა­ტონ ლია ჩაკ­ვე­ტა­ძეს სა­სა­უბ­როდ თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით...

- დიახ, პოს­ტში რაც წე­რია, ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლეა. გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი ამ­დენ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას.

- გაგ­ვა­ცა­ნით თქვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა...

- ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი. სკო­ლა­ში ფი­ზკულ­ტუ­რის პე­და­გოგს ყვე­ლა სფე­რო­ში მივ­ყავ­დი შე­ჯიბ­რე­ბა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ღა­ლი არ ვარ, ფრენ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თის, ჩოგ­ბურ­თის შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მა­ღე­ბი­ნებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას... პირ­ვე­ლად ფიტ­ნეს­ზე რომ მი­ვე­დი, უკვე 50 წლის ასა­კის ვი­ყა­ვი. პე­და­გოგს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და და მკი­თხა, შენ ადრე სპორ­ტსმე­ნი ხომ არ იყა­ვიო. კი­დევ უფრო გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა, როცა ვუ­თხა­რი, რომ სპორ­ტსმე­ნი არ ვყო­ფილ­ვარ. ფიტ­ნეს­ზე კვი­რა­ში ერთხელ ძლი­ე­რი ვარ­ჯი­შე­ბი ტარ­დე­ბო­და, ოფლში ვი­წუ­რე­ბო­დით, 18-19 წლის გო­გო­ებს უჭირ­დათ, ია­ტაკ­ზე წვე­ბოდ­ნენ, პე­და­გო­გი ეუბ­ნე­ბო­დათ, ორ­ჯერ და მეტ­ჯერ თქვენ­ზე უფ­რო­სია ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­გორ არ გრცხვე­ნი­ათ, მას მი­ბა­ძე­თო.

ყო­ველ­თვის ასე­თი მოძ­რა­ვი ვარ, რად­გან ვხე­დავ რომ უმოძ­რა­ო­ბა ძა­ლი­ან ცუ­დია. როცა ვარ­ჯი­შობ, ჯან­სა­ღა­დაც ხარ და ხა­სი­ა­თიც კარ­გი გაქვს. ზამ­თარ­ში ფიტ­ნეს­ზე დავ­დი­ვარ, ზა­ფხუ­ლო­ბით კი ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს - ახალ­გაზ­რდო­ბის პარკში ვვარ­ჯი­შობ. ამის­თვის ექვს სა­ათ­ზე ვდგე­ბი და შვიდ სა­ათ­ზე უკვე ვარ­ჯიშს ვი­წყებ. ჯერ წრე­ებს ვარ­ტყამ, შემ­დეგ პარკში მდე­ბა­რე სხვა­დას­ხვა სა­ვარ­ჯი­შო­ებ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლებ. ორ სა­ათს ყო­ველ დი­ლით პარკში ვა­ტა­რებ. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დი­ვან­ზე წა­მო­წო­ლი­ლი თუ ლო­გინ­შიც კი სპე­ცი­ა­ლურ ვარ­ჯი­შებს ვას­რუ­ლებ.

- სახ­ლშიც ყვე­ლა სა­მუ­შა­ოს თა­ვად ას­რუ­ლებთ თუ დამ­ხმა­რე გყავთ?

- არა, მარ­ტო ვცხოვ­რობ და ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვაგ­ვა­რებ. სამ­წუ­ხა­როდ მე­უღ­ლე - ნიკო ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა, შვი­ლი არ მყავს.

522799383-749870031539251-4121608884142845435-n-42675-1753517417.jpg

- რო­დის და­ო­ჯახ­დით?

- 64 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი, მა­ნამ­დე ბევ­რი იყო ხე­ლის თხოვ­ნა, მაგ­რამ არ­ცერ­თი არ იყო ჩემი ბედი. ამ ასაკ­ში კი ისე­თი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი შემ­ხვდა, რომ მი­თხრან, შენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­მეს თუ შეც­ვლი­დიო, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! ზუს­ტად ასეთს ვი­სურ­ვებ­დი, ოღონ­დაც ვი­სურ­ვებ­დი, დიდ­ხანს ეცო­ცხლა.

- ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეთ?

- დიახ, ჩვენს სახ­ლში დიდი მი­სა­ღე­ბია და იქ იყო სუფ­რა გაშ­ლი­ლი, ჯვა­რიც და­ვი­წე­რეთ. თეთ­რი კაბა მეც­ვა, მაგ­რამ დიდი ფო­ფი­ა­ლა კაბა კია არა, სო­ლი­დუ­რი, რო­მელ­საც ისე­დაც ვიც­ვამ­დი გა­მო­სას­ვლელ დღე­ებ­ში. მე­უღ­ლე ქვრი­ვი იყო, მე გა­უ­თხო­ვა­რი. ერ­თად ექ­ვსი წელი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, უცა­ბე­დი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. ქა­ლაქ­ში გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დით, უცებ მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, რა­ღაც ხელი, ფეხი და­მე­ჭი­მაო...

სას­წრა­ფომ და­აგ­ვი­ა­ნა, წნე­ვის დამ­წე­ვის გა­რე­შე გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და ტვინ­ში სის­ხლის ჩაქ­ცე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, იმ­დე­ნად ახალ­გაზ­რდუ­ლი იყო, ყვე­ლას გა­ო­ცე­ბას იწ­ვევ­და. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი არ იყ­ვნენ იმ­დე­ნად ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე და მხი­ა­რუ­ლე­ბი, რო­გორც ჩემი მე­უღ­ლე. ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე ათი წელი ისე­თი დეპ­რე­სია მქონ­და, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს ვსვამ­დი. ხალ­ხი ვერ მა­ტყობ­და, მხო­ლოდ მე ვი­ცო­დი, რა სა­შინ­ლად ვი­ყა­ვი. ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს ახ­ლაც ვსვამ, ოდ­ნავ თით­ქოს გა­მოვ­დი­ვარ. რთუ­ლია როცა ასეთ მზრუნ­ველს, ნამ­დვილ მე­გო­ბარს კარ­გავ.

მახ­სოვს სა­ვარ­ჯი­შოდ პარკში, აუზ­ზეც რომ დავ­დი­ო­დი, ვუ­თხა­რი, თურ­მე ვე­ლო­სი­პე­დიც ძა­ლი­ან კარ­გი ყო­ფი­ლა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის-მეთ­ქი. სამი დღის მერე დი­ლით და­მი­ძა­ხა, გა­მო­დი, ვე­ლო­სი­პე­დი მო­გიყ­ვა­ნეო. სახ­ლის წინ ძა­ლი­ან კარ­გი, გერ­მა­ნუ­ლი ვე­ლო­სი­პე­დი ეყე­ნა, იმ დროს ვე­ლო­სი­პე­დის ტა­რე­ბაც კი არ ვი­ცო­დი. და­მამ­შვი­და, ტა­რე­ბას ის­წავ­ლიო, პარკში დავ­ყავ­დი და ასე მას­წავ­ლა ტა­რე­ბა. ჩემი მე­უღ­ლე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, წყალ­ტუ­ბო­ში დავ­კრძა­ლეთ. არაფ­რით შე­მეძ­ლო კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც საფ­ლავ­ზე არ გავ­სუ­ლი­ყა­ვი, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ყო­ველ­თვის სხვას ვერ ვთხოვ­დი წაყ­ვა­ნას და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე მან­ქა­ნის მარ­თვა მეს­წავ­ლა. ავ­ტოს­კო­ლა­ში ვი­ა­რე, ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და, მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე და დღეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვა­ტა­რებ. რვა წე­ლია მან­ქა­ნას ვა­ტა­რებ და ერთი ჯა­რი­მაც კი არ მომ­სვლია.

- გა­მოც­და პირ­ვე­ლი­ვე გას­ვლა­ზე ჩა­ა­ბა­რეთ?

- მა­შინ ძა­ლი­ან ღრმა დეპ­რე­სია მქონ­და და თე­ო­რი­ის გა­მოც­და­ზე გას­ვლამ­დე დი­ა­ზე­პა­მი მი­ვი­ღე. ვი­ნა­ი­დან დი­ა­ზე­პა­მი ძი­ლის მომ­გვრე­ლია, სულ გამ­თი­შა. ამი­ტომ ის გა­მოც­და ვერ ჩა­ვა­ბა­რე. მე­ო­რე გას­ვლა­ზე კი თე­ო­რი­აც და პრაქ­ტი­კაც ჩა­ვა­ბა­რე... ახალ­გაზ­რდო­ბა­ში სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, პირ­და­პირ ჩვენს წინ იყო ავ­ტოს­კო­ლა. ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნე­ბი ყვე­ლა შე­ვიდ­ნენ სას­წავ­ლებ­ლად, მაგ­რამ მა­შინ რა­ტომ­ღაც არ მქონ­და სურ­ვი­ლი რომ მეს­წავ­ლა. ახლა კი რომ დამ­ჭირ­და, მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე მეს­წავ­ლა. იხილეთ სრულად