"პედაგოგი მარცხენა ხელს ზურგზე მადებინებდა და მაიძულებდა, მარჯვენით მეწერა...": რას იხსენებენ და ვინ არიან ცნობილი ცაციები | Allnews.Ge

"პედაგოგი მარცხენა ხელს ზურგზე მადებინებდა და მაიძულებდა, მარჯვენით მეწერა...": რას იხსენებენ და ვინ არიან ცნობილი ცაციები

ვინ არი­ან ცა­ცი­ე­ბი? ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­ცხე­ნა ხე­ლით წე­რენ და ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს მარ­ცხე­ნა ხე­ლით ას­რუ­ლე­ბენ. ცა­ცი­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს გე­ნე­ტი­კუ­რი, ნა­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბი­სას მომ­ხდა­რი დარ­ღვე­ვე­ბის, ან ტრავ­მის შე­დე­გი. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით მე­მარ­ჯვე­ნე ადა­მი­ან­თა 60-65%-ია, ამ­ბი­დექ­სტე­რე­ბი (ორი­ვე ხე­ლით თა­ნაბ­რად მოქ­მე­დებს) - 25-30% და ცა­ცი­ე­ბი - 5-15%. ცა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დე­და­მი­წა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 600 მი­ლი­ო­ნია.

თუ ორი­ვე მშო­ბე­ლი ცა­ცი­აა, ბავ­შვე­ბის 50% ცა­ცია იბა­დე­ბა და გა­და­ცე­მა ძი­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცის ხა­ზით ხდე­ბა.ცა­ცია ადა­მი­ა­ნე­ბის ზო­გა­დი და­ხა­სი­ა­თე­ბა

მათ ძლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლი­ათ და მალე უყ­ვარ­დე­ბათ. მათ­თვის საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბი ხორ­ცე­უ­ლია. არი­ან მშვი­დე­ბი, ცდი­ლო­ბენ, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩაც­მის სტი­ლი აქვთ, ლი­დე­რო­ბა ახა­სი­ა­თებთ. არი­ან მშრო­მე­ლე­ბი და გო­ნი­ე­რე­ბი. უყ­ვართ ცხო­ვე­ლე­ბი, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან სპორ­ტსა და ხატ­ვა­ში - ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვე­ბის 40% ცა­ცი­აა.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მხატ­ვრე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცა­ცი­აა.

ცნო­ბი­ლი ცა­ცი­ე­ბი:არის­ტო­ტე­ლე, ფრიდ­რიხ ნიც­შე, ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლი, ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, მი­ქე­ლან­ჯე­ლო, პაბ­ლო პი­კა­სო, რა­ფა­ე­ლი, რუ­ბენ­სი, კა­მილ პი­სა­რო, ალ­ბერტ აინშტა­ი­ნი, ისა­აკ ნი­უ­ტო­ნი, ივან პავ­ლო­ვი, ვოლ­ფგანგ ამა­დე­უს მო­ცარ­ტი, ლუდ­ვიგ ვან ბე­თჰო­ვე­ნი, სერ­გი რახ­მა­ნი­ნო­ვი, სერ­გი პრო­კო­ფი­ე­ვი, ჰანს ქრის­ტი­ან ან­დერ­სე­ნი, ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნი, ლევ ტოლსტოი, მარკ ტვე­ნი, ფრანც კაფ­კა, უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი, ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი, მერ­ლინ მონ­რო, პოლ მა­კარტნი, დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა, გარი კას­პა­რო­ვი, მარ­ტი­ნა ნავ­რა­ტი­ლო­ვა, მაია პლი­სეც­კა­ია, რო­ბერტ დე ნირო, ჯუ­ლია რო­ბერტსი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, ბრი­უს უი­ლი­სი, ოპრა უინფრი, ბილ გე­იტ­სი, ბა­რაკ ობა­მა და კი­დევ ბევ­რი...

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს სკო­ლებ­ში ცა­ცი­ე­ბი და­ჩაგ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მათ მარ­ცხე­ნა ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას წე­რი­სა და ხატ­ვი­სას უკ­რძა­ლავ­დნენ, ხში­რად ცა­ცია მოს­წავ­ლე­ებს ამის­თვის მკაც­რა­დაც სჯიდ­ნენ."მშობ­ლე­ბის­გან ასე­თი აკ­რძალ­ვა არას­დროს მქო­ნია, სკო­ლა­ში კი მა­ი­ძუ­ლებ­დნენ, მარ­ჯვე­ნა ხე­ლით მე­წე­რა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ვსწავ­ლობ­დი. ჩემი პე­და­გო­გი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, მაგ­რამ მარ­ცხე­ნა ხელს უკან, ზურ­გზე მა­დე­ბი­ნებ­და და მა­ი­ძუ­ლებ­და, მარ­ჯვე­ნით მე­წე­რა. იმ პე­რი­ოდ­ში სა­მელ­ნე და კა­ლა­მი გვქონ­და და იყო სა­გა­ნი - სუფ­თა წერა. იმ გაკ­ვე­თილ­ზე უფ­ლე­ბა არ მქონ­და, მარ­ცხე­ნა ხე­ლით მე­წე­რა...

მერე დე­და­ჩემ­საც და­ა­ჯე­რეს ეს ამ­ბა­ვი, რომ ასე უნდა ემოქ­მე­და, - წე­რას და ხატ­ვას მარ­ჯვე­ნა ხე­ლით მა­ი­ძუ­ლებ­დნენ. დღეს, იმ წლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ორი­ვე ხელს ვი­ყე­ნებ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი­ვე ხე­ლით ვწერ, მაგ­რამ ის, რაც ჩემ­თვის ინ­ტი­მუ­რია, რაც ჩემს სულ­ში ხდე­ბა, ანუ ხატ­ვი­სას, მარ­ცხე­ნა ხე­ლით ვმუ­შა­ობ,“ - მი­თხრა ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ერთხელ ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მხატ­ვარ­მა გია ბუ­ღა­ძემ.

"მაკ­რა­ტელ­საც კი მარ­ცხე­ნა ხე­ლით ვხმა­რობ, მარ­ცხე­ნა­ში ღო­ნეც მეტი მაქვს, მა­გა­ლი­თად, ბავ­შვო­ბა­ში ბი­ჭე­ბი რომ ვძიძ­გი­ლა­ობ­დით, რა­ტომ­ღაც მარ­ცხე­ნა ხელს ვზო­გავ­დი ხოლ­მე. ეს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად­ვე ხდე­ბო­და. ახ­ლაც ცო­ტას ვუფრ­თხილ­დე­ბი, ალ­ბათ იმი­ტომ, ამ ხელ­მა ყვე­ლა­ზე მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბა, სი­ხა­რუ­ლიც მო­მა­ნი­ჭოს და თუნ­დაც, სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბე­ლიც მო­მი­ტა­ნოს.

კედ­ლებ­ზეც, რა თქმა უნდა, მარ­ცხე­ნა ხე­ლით ვმუ­შა­ობ. ამ კედ­ლებ­ზე ხატ­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მარ­ცხე­ნა მხრის ნერ­ვიც და­მი­ზი­ან­და. პრო­ფე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მი­ვი­ღე.

სხვა­თა შო­რის, კა­ცობ­რი­ო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ხე­ლო­ვა­ნი მი­ქე­ლან­ჯე­ლო ორი­ვე ხელს იყე­ნებ­და მა­გა­ლი­თად, ქვის თლი­სას, ან ფრეს­კა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი­ვე ხელი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მთე­ლი სხე­უ­ლი, მხრე­ბი, კი­დუ­რე­ბი. ასე რომ, მარ­ცხე­ნა ხელი გან­სა­კუთ­რე­ბულ შტრიხს ანი­ჭებს მის ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დელ ნა­ხა­ტებს. ეს კარ­გად ჩანს, იგი­ვე ლე­ო­ნარ­დოს­თა­ნაც. ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დის ნა­ხა­ტებ­ში, რომ შტრი­ხი მარ­ცხე­ნა ხე­ლი­დან არის გა­კე­თე­ბუ­ლი“- აღ­ნიშ­ნავ­და გია ბუ­ღა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მარ­ცხე­ნა ხე­ლით მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვთ წარ­მო­სახ­ვე­ბი, წარ­მოდ­გე­ნე­ბის უნა­რი, გან­ზო­გა­დე­ბის მი­მართ მიდ­რე­კი­ლე­ბი არი­ან. გა­ცი­ლე­ბით რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი აქვთ.

ზა­ლი­კო სუ­ლა­კა­უ­რი, კა­რი­კა­ტუ­რის­ტი:- ჩემ­თვის მარ­ცხე­ნა ხე­ლით მუ­შა­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. რა­ტომ­ღაც ცუდი ჩვე­ვა იყო, როცა ბავ­შვებს აი­ძუ­ლებ­დნენ, მხო­ლოდ მარ­ჯვე­ნა ხე­ლით ეწე­რათ. თუკი დღეს ვინ­მე ასე­ვე ფიქ­რობს, ან იქ­ცე­ვა, მინ­და ვურ­ჩიო, რომ ეს არ გა­ა­კე­თოს. ის მავ­ნე ჩვე­ვა თა­ვი­დან ამო­იგ­დოს. მი­ე­ცით ადა­მი­ანს შან­სი, იყოს ცა­ცია და არ და­უ­მა­ხინ­ჯოთ ცხოვ­რე­ბა. თქვენ რომ გა­და­გაჩ­ვი­ოს ვინ­მემ მარ­ჯვე­ნით წე­რას, რო­გო­რი იქ­ნე­ბა?!

რე­პინს დამ­ბლა და­ე­ცა, მარ­ცხე­ნით მო­უ­წია ხატ­ვამ და ისე­თი აღარ იყო მისი ტი­ლო­ე­ბი, რო­გო­რიც მა­ნამ­დე, უხე­ში "მა­ზო­კე­ბი" გა­მო­უ­ვი­და. ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ში უამ­რა­ვი ცა­ცი­აა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ საქ­მეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად უძღვე­ბი­ან. ამი­ტომ, არ შე­იძ­ლე­ბა გა­დაჩ­ვე­ვა. ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი ცა­ცია იყო და ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. პი­რი­ქით, უნდა გი­ხა­რო­დეთ, თუ შვი­ლი ცა­ცია გყავთ. იხილეთ სრულად