"12 რჩევა თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის..." - რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი? | Allnews.Ge

"12 რჩევა თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის..." - რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი?

ცნო­ბი­ლი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის თავის გამომწერებს უზიარებს 12 რჩევას, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის დაგეხმარებათ:

მიირთვით ყოველდღე - მინ. 3-ჯერ, ხოლო მაქს-5 ჯერ-ზომიერი ულუფებითა და 2-4 საათის ინტერვალით. ამავდროულად, გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ ნელა, დააგემოვნოთ თითოეული პროდუქტის და კერძის უნიკალური გემო. კვებისადმი ასეთი მიდგომა დანაყრებისა და კმაყოფილების განცდას უწყობს ხელს;

კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ;

დილას საუზმემდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება, წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის;

დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან სმუზის სახით. ამასთანავე უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე 2-3 საათით ადრე;კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით;

ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე, სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს;

არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი;უმჯობესია დაძინებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე ივახშმოთ, ასე ძილი უფრო მშვიდი, ღრმა გექნებათ და კარგად გამოიძინებთ;

ვახშმიდან მეორე დღის საუზმემდე კარგი იქნება მინიმუმ 12 საათიანი უზმო ინტერვალი;მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი;

სხვათა შორის, დღე-ღამის ძილის რიტმის დარღვევაც პირდაპირ აისახება წონის ცვლილებაზე. ღამის ძილის ნაკლებობა გასუქებას უწყობს ხელს;

მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა: ფეხით სიარული, ცურვა, პილატესი და ა.შ კვირაში 3-4 ჯერ;

ისწავლეთ სტრესის მართვა. გახსოვდეთ რაც გაღიზიანებთ, გაბრაზებთ და გაშინებთ-ის გმართავთ კიდეც! უნდა ისწავლოთ აგრესიული ენერგიის თქვენთვის საყვარელ საქმეში რეალიზება და აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება;

უნდა გაიწაფოთ იმაში, რომ აგრესია გამოიყენოთ „საწვავად“ თქვენი მიზნებისთვის.